"ერთადერთი ქალი მასწავლებელი ვარ ამ სკოლაში..." - რას ჰყვება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაღალმთიანი აჭარიდან - კვირის პალიტრა

"ერთადერთი ქალი მასწავლებელი ვარ ამ სკოლაში..." - რას ჰყვება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაღალმთიანი აჭარიდან

25 წლის ლუიზა შანიძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, რომელმაც გადაწყვიტა, მაღალმთიან აჭარაში, სოფელ ღორჯომის საჯარო სკოლაში დაეწყო მუშაობა. ახალგაზრდა მასწავლებელი "Ajara Tv"-სთან მთაში ცხოვრების გამოცდილებებსა და საკუთარ მოსწავლეებზე საუბრობს.

"გამიმართლა... ისეთ ოჯახში მოვხვდი, სადაც შვილივით მიმიღეს... ერთი დიდი ოჯახი ვართ და ვცდილობ, რომ ყველაფერში მივეხმარო. ისეთ სიყვარულს და მზრუნველობას მჩუქნიან, შესაძლოა, ზოგ ადამიანს საკუთარ ოჯახში არ ჰქონდეს.

როცა სკოლაში მივედი, ყველა ძალიან თბილად შემხვდა. ერთადერთი ქალი მასწავლებელი ვარ სკოლაში. ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთის მიმართ...

ჩემი, როგორც მასწავლებლის მიზანია, დავანახო მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობები...

"შენთვის უთქვამთ, რომ ძალიან კარგი ხარ?" - ასე ვეუბნები-ხოლმე", - აღნიშნავს ლუიზა.