გზების რომელ მონაკვეთზე აიკრძალა მოძრაობა თოვის გამო? - საგზაო დეპარტამენტის განმარტება - კვირის პალიტრა

გზების რომელ მონაკვეთზე აიკრძალა მოძრაობა თოვის გამო? - საგზაო დეპარტამენტის განმარტება

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"