"კი მყავ­და ქმა­რი, მაგ­რამ... კულ­მი­ნა­ცია იყო, როცა ჩემი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლეს. ვერ გა­დავ­ხარ­შე. მოვ­კვდი იმ დროს" - რას ჰყვება ნინა წკრიალაშვილი უმძიმეს წლებზე - კვირის პალიტრა

"კი მყავ­და ქმა­რი, მაგ­რამ... კულ­მი­ნა­ცია იყო, როცა ჩემი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლეს. ვერ გა­დავ­ხარ­შე. მოვ­კვდი იმ დროს" - რას ჰყვება ნინა წკრიალაშვილი უმძიმეს წლებზე

მომ­ღე­რა­ლი ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი ბოლო წლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი იყო, ის აღარ ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და მე­გობ­რებს, არ სარ­გებ­ლობ­და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით. ცნო­ბი­ლია, რომ ის ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობ­და.

ქვეყ­ნი­დან წას­ვლის შემ­დეგ მომ­ღე­რალ­მა მა­ლე­ვე გა­ავ­რცე­ლა ფო­ტო­ე­ბი და თქვა, რომ სა­ბერ­ძნეთ­ში ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა. მომ­ღერ­ლის ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი 50 წლამ­დე ასა­კის ილი­ას აზა­რი აღ­მოჩ­ნდა. იგი წარ­მო­შო­ბით ლი­ბა­ნი­დან იყო და სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობ­და. ილი­ას აზა­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სფე­რო­ში მუ­შა­ობს. ის და ნინა მე­გობ­რებ­თან ერ­თად შე­სა­ნიშ­ნავ დროს ატა­რე­ბენ და ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლით მუდ­მი­ვად გვი­ზი­ა­რებ­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ნინა გაქ­რა. რო­გორც ახლა ირ­კვე­ვა, მას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, კერ­ძოდ დეპ­რე­სია, ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი და ა.შ. ნინა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და და მძი­მე დღე­ებ­ზე ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მა­ში ისა­უბ­რა.

"რა­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ქვეყ­ნი­დან წას­ვლა - ამას არ ჰქო­ნია ერთი მი­ზე­ზი. დაგ­როვ­და რა­ღა­ცე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, მარ­ტომ გა­ვი­ა­რე ყვე­ლა ის სირ­თუ­ლე, რაც მჭირ­და. კი მყავ­და ქმა­რი, პარტნი­ო­რი, მაგ­რამ აქეთ მი­წევ­და ყვე­ლა­ზე ზრუნ­ვა. 2018 წლი­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი და კულ­მი­ნა­ცია იყო, როცა ჩემი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლეს. მა­ნამ­დეც მძი­მე ფონი მქონ­და და ამ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბა იყო პიკი, ვერ გა­დავ­ხარ­შე. მოვ­კვდი იმ დროს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა ადა­მი­ან­მა მე­ო­რე ასე გა­წი­როს. თუმ­ცა პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში ვიგ­რძე­ნი, რომ მთე­ლი ერი მხარ­ში მედ­გა.

ამის შემ­დეგ გავ­თხოვ­დი, არ ვა­პი­რებ­დი გა­თხო­ვე­ბას. აღარ შე­მეძ­ლო არც ქარ­თუ­ლი ლა­პა­რა­კი, არც სა­ქარ­თვე­ლო. ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი ბო­იფ­რენ­დი ვნა­ხე. ხან მე მივ­დი­ო­დი სა­ბერ­ძნეთ­ში, ხან ის ჩა­მო­დი­ო­და. გვქონ­და ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბა. არ მი­ფიქ­რია მა­შინ გა­თხო­ვე­ბა­ზე, თუმ­ცა როცა ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის ამ­ბე­ბი იყო, აღარც სა­ბერ­ძნეთ­ში წას­ვლა არ მინ­დო­და. ჩა­მო­ვი­და ერთხელ არ წავ­ყე­ვი, მე­ო­რედ ჩა­მო­ვი­და და წა­ვე­დი. წა­ვე­დი შერ­ყე­უ­ლი ფსი­ქი­კით და გა­ვა­გი­ჟე ეს ბიჭი იქ. სა­ნამ წა­ვი­დო­დით გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ სახ­ლის საქ­მე­ე­ბი არ ვი­ცო­დი და არ არის პრობ­ლე­მაო. რომ ჩა­ვე­დით იქი­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი - ითხოვ­და რა­ტომ არ გვაქვს სა­დი­ლე­ბიო, მე­გო­ნა ხუმ­რობ­და. შემ­დეგ და­ვი­წყე საჭ­მე­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბაც. შემ­დეგ და­ი­წყო ჯო­ჯო­ხე­თი - ვე­კი­თხე­ბო­დი, რა­ტომ მე­ჯიბ­რე­ბი-მეთ­ქი. პა­სუ­ხიც არ მქონ­და. დღემ­დე ხომ ერ­თად ვცხოვ­რობთ და კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში იქ ცალ­კე ვცხოვ­რობ­დი, ცალ­კე გა­და­ვე­დი, რად­გან შემ­შა­ლა ტიპ­მა ჭკუ­ი­დან. როცა ვუ­თხა­რი, რომ მივ­დი­ო­დი, მი­თხრა, - წა­დიო. ამ დროს კა­რან­ტი­ნია, თან­ხა და­ყა­და­ღე­ბუ­ლი მაქვს ბან­კში... ვე­უბ­ნე­ბი, სად წა­ვი­დე-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა, - სა­დაც გინ­დაო, შენს ქვე­ყა­ნა­ში წა­დიო. ეგო­ნა ვერ წა­ვი­დო­დი. 2 დღე­ში და­მი­რე­კა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და მი­თხრა, რომ გავ­მდიდ­რდი და პირ­ვე­ლი შენ გა­მახ­სენ­დიო. მან მი­ქი­რა­ვა სახ­ლი, ულა­მა­ზე­სი ვე­რან­დით" - ამ­ბობს ნინა. (წყარო)

იხილეთ ვიდეო: