მარიკა თხელიძის ოჯახური ფოტოები "ინსტაგრამიდან"
მარიკა თხელიძე გასული წლის 24 დეკემბერს მეორე შვილის დედა გახდა. სასიხარულო ამბავი მომღერალმა თავად გაავრცელა. მას და გიორგი მანველიძეს გოგონა შეეძინათ, რომელსაც ვივიენი დაარქვეს.
"ქვეყანას მოევლინა ჩემი ოცნების გოგო, ჩვენი უდიდესი სიყვარული ვივიენ მანველიძე" - წერდა ახალშობილის დედა.
მარიკა ოჯახურ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს.
ცნობისთვის, მარიკამ და გიორგიმ 2021 წლის მარტში იქორწინეს. გიორგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობარმა ნინი ქარსელაძემ გააცნო.
სიმპათია პირველივე შეხვედრაზე გაჩნდა, თუმცა დამეგობრდნენ. მოგვიანებით ბათუმში დასასვენებლად ჩასული მარიკა მალე მიხვდა, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და სულ სხვა თვალით შეხედა მომავალ ქმარს.