რა თქვა კახა კალაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოტოვებს
კახა კალაძე "ერთა ლიგის" ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას დანაკლისს გამოეხმაურა:
"ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ფეხბურთი ამიტომაა ასეთი საინტერესო, რომ ასეთი რაღაცეები ხდება. "კვარა", რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, ის არის ლიდერი, მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, თამაშობს თერთმეტი მინდორზე და მიუხედავად იმისა, რომ "კვარა" ვერ დაეხმარება ნაკრებს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ და გამარჯვება მოვიპოვოთ.
მინდა გულწრფელად გამარჯვება ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და დარწმუნებული ვარ და შედეგიც იქნება, იმიტომ, რომ მართლაც ვიმსახურებთ, კარგ თამაშს ვაჩვენებთ, კარგი გუნდია და ბევრი ახალგაზრდა გვყავს. მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება".
შეგახსენებთ, ზედიზედ 3 მატჩში მიღებული ყვითელი ბარათის მიღების გამო ხვიჩამ დისკვალიფიკაცია მიიღო და "ერთა ლიგის" ნახევარფინალში ლუქსემბურგთან მნიშვნელოვან შეხვედრას გამოტოვებს.
SPORTALL.GE