"შეიძლება ეს გახდეს მუცლის მოშლის მიზეზი, ცუდად ვარ" - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი
ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი ორსულადაა. ის მეორე ბავშვს ელოდება. როგორც ამბობს, რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო.
"სისხლდენა მაქვს და ამბობენ, რომ ეს შეიძლება იყოს მუცლის მოშლის მიზეზი. თუმცა, ასეთი რამ ბევრ ქალს ემართება. არ ვიცი, ჩვენი შემთხვევა როგორ იქნება, მაგრმა ვიფიქრე, თუ ვინმეს მსგავსი შემთხვევა აქვს, მოვუყვები მეთქი".