აფხაზეთში სიტუაცია დაიძაბა?! - აქციის მონაწილეები "სახელმწიფო აგარაკის" ტერიტორიაზე შეიჭრნენ
ოკუპირებულ აფხაზეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. სახელმწიფო აგარაკი "ახალი ათონი" კერძო ინვესტორზე გასხვისდა. მას შემდეგ, რაც ახალი ათონის მოსახლეობამ ეს ამბავი შეიტყო, საზოგადოების გარკვეული ჯგუფი "სახელმწიფო აგარაკის" ტერიტორიაზე შეიჭრა.
აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო სახელმწიფო აგარაკების მართვის ხელმძღვანელმა ბესლან კვიცინიამ უარყო ინფორმაცია ქონების გაყიდვის შესახებ.
"ახალი ათონის მოსახლეობის ჯგუფი, ჭორების საფუძველზე შევარდა აგარაკის ტერიტორიაზე, დასალა ღობის რამდენიმე სექცია, შემდეგ კი აგარაკი შემოსაზღვრა სახელმწიფო აგარაკი "ახალი ათონი“ "სახელმწიფო მმართველობაშია". მისი არც გაყიდვა იგეგმებოდა და არც გადაცემა... არც იგეგმება. ინფორმაცია, რომელმაც ახალი ათონის მოსახლეობა განარისხა, ტყუილია და რეალობას არ შეესაბამება.
ცხადია, რომ ამ მოქმედებების ავტორების ძირითადი მიზანი პროვოკაციული პოლიტიკური აქციის მოწყობა იყო“, - აცხადებს ბესლან კვიცინია.