პიტისა და ჯოლის ვაჟის 2020 წელს გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც მამას "მსოფლიო დონის ახვარს" უწოდებს, სკანდალად იქცა - რას ამბობს ბრედთან დაახლოებული წყარო? - კვირის პალიტრა

პიტისა და ჯოლის ვაჟის 2020 წელს გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც მამას "მსოფლიო დონის ახვარს" უწოდებს, სკანდალად იქცა - რას ამბობს ბრედთან დაახლოებული წყარო?

ბრედ პი­ტის და ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ვა­ჟის, პაქ­სის 2020 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი ახ­ლა­ხანს მო­ექ­ცა მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. მა­შინ 16 წლის პაქ­სი მა­მას "მსოფ­ლიო დო­ნის ახ­ვარს" უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ის "სა­ში­ნე­ლი ადა­მი­ა­ნია". პაქსმა პოს­ტი პი­რა­დი "ინ­სტაგ­რა­მის" ის­ტო­რი­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ატ­ვირ­თა, სა­დაც მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და და­მა­ტე­ბუ­ლი.

2020 წლის პოს­ტში პაქსმა ფოტო ატ­ვირ­თა, რო­მელ­ზეც ბრედ პიტს "ოს­კა­რით" აჯილ­დო­ვე­ბენ და მას მა­მის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი წარ­წე­რა და­ურ­თო. ის წერ­და, რომ ვარ­სკვლავ­თან ცხოვ­რე­ბა მის­თვის და მისი უმ­ცრო­სი და-ძმე­ბის­თვის მუდ­მი­ვი ჯო­ჯო­ხე­თი იყო.

ახლა, რო­დე­საც სამი წლის წი­ნან­დე­ლი პოს­ტის ში­ნა­არ­სი გა­სა­ჯა­როვ­და, 59 წლის პიტ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი მე­დი­ას­თან ალა­პა­რაკ­დნენ. მათი თქმით, ამ პოს­ტის გახ­მა­უ­რე­ბა, ბრე­დის­თვის დამ­თრგუნ­ვე­ლია. The Sun-თან ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პირ­მა ისა­უბ­რა:

"სამ­წუ­ხა­როა იმის ყუ­რე­ბა, რო­გორ ხა­ტა­ვენ ბრედს ცუდ ადა­მი­ა­ნად, რად­გან ეს სი­მარ­თლის­გან ძა­ლი­ან შორ­საა".

მან­ვე დას­ძი­ნა, რომ პიტი თი­თო­ე­ულ შვილს დიდ პა­ტივს სცემს და ურ­ჩევ­ნია, რომ... გააგრძელეთ კითხვა