"ყვე­ლას შე­ეძ­ლო ჩემი და­მარ­ცხე­ბა, ამა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი, მგო­ნი, ცხოვ­რე­ბა­ში აღარც მქო­ნია, არ მინ­დო­და იქ სი­ა­რუ­ლი" - MMA-ს მებრძოლი ცალი ხელით და გამაოგნებელი შედეგებით - კვირის პალიტრა

"ყვე­ლას შე­ეძ­ლო ჩემი და­მარ­ცხე­ბა, ამა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი, მგო­ნი, ცხოვ­რე­ბა­ში აღარც მქო­ნია, არ მინ­დო­და იქ სი­ა­რუ­ლი" - MMA-ს მებრძოლი ცალი ხელით და გამაოგნებელი შედეგებით

შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე სპორ­ტსმე­ნებს თა­ვი­სი პა­რა­შე­ჯიბ­რე­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბი აქვთ, თუმ­ცა MMA-ში ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვაა - მებ­რძო­ლი, რო­მელ­საც ერთი ხელი აქვს, პა­რას­პორ­ტსმე­ნებ­თან ერ­თად სუ­ლაც არ ას­პა­რე­ზობ­და...

ნიკ ნი­უ­ე­ლი მარ­თლაც რომ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ძლი­ე­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის მებ­რძო­ლია, ის თა­ვი­სი უკომ­პრო­მი­სო ხა­სი­ა­თის გამო, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­ჯიბ­რე­ბებ­ში გა­მო­დი­ო­და და დღემ­დე 20 შეხ­ვედ­რი­დან 16-ში გა­ი­მარ­ჯვა.

ნიკი დე­ფექ­ტით და­ი­ბა­და - მას ხელი იდაყ­ვამ­დე არ აქვს. კო­ნექ­ტი­კუ­ტის შტა­ტის მკვიდ­რის­თვის ეს ერ­თგვა­რი გა­ნა­ჩე­ნი იყო - შე­ეძ­ლო მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე ეცხოვ­რა, თუმ­ცა მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რის მო­ძებ­ნა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და.

უკვე სკო­ლა­ში ნი­უ­ე­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და და ჭი­და­ო­ბის სექ­ცი­ა­ზე ჩა­ე­წე­რა, თუმ­ცა პირ­ვე­ლი­ვე ვარ­ჯი­შის შემ­დეგ, და­ნე­ბე­ბას აპი­რებ­და:

"ყვე­ლას შე­ეძ­ლო ჩემი და­მარ­ცხე­ბა, ამა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი, მგო­ნი, ცხოვ­რე­ბა­ში აღარც მქო­ნია, არ მინ­დო­და იქ სი­ა­რუ­ლი“, - იხ­სე­ნებს მებ­რძო­ლი.

“და­ნე­ბე­ბის უფ­ლე­ბა დე­დამ არ მომ­ცა, მან მი­თხრა, რომ ჭი­და­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა ცუდი იდეა იყო. პა­ტივს ვცემ­დი დე­დის აზრს, მეტ­საც გე­ტყვით, მისი ცოტა მე­ში­ნო­და კი­დეც. ისე­თი ქა­ლია, რო­მელ­თა­ნაც მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ღირს კა­მა­თი. შემ­დეგ­შიც დედა მიხ­დი­და ჭი­და­ო­ბის ბა­ნა­კი­სა და შეკ­რე­ბე­ბის გა­და­სა­ხა­დებს“, - აგ­რძე­ლებს ნიკი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მოყ­ვა­რუ­ლო ჭი­და­ო­ბის ფარ­გლებ­ში, ნიკ­მა 300-ზე მეტი შეხ­ვედ­რა მო­ი­გო. ერთხე­ლაც მან MMA-ის მოკ­რა თვა­ლი. მა­შინ UFC დი­დად ცნო­ბი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ იყო და პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამ­და, თუმ­ცა ის იდეა, რომ მებ­რძო­ლებს ბრძო­ლის შე­რე­უ­ლი წე­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ეძ­ლოთ ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, ნიკს კარგ იდე­ად მო­ეჩ­ვე­ნა და პრო­ფე­სი­ო­ნალ მებ­რძო­ლო­ბა­ზე და­ფიქ­რდა.

"ის ფაქ­ტი, რომ ერთი ხე­ლით და­ვი­ბა­დე, მას­წავ­ლის შრო­მის ფასს. არ ვამ­ბობ, რომ ვინ­მე­ზე მეტს ვშრო­მობ, უბ­რა­ლოდ, ჩემი გზა ბევ­რად რთუ­ლია. იყო ისე­თი რა­ღა­ცე­ბი, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლად მეძ­ლე­ო­და, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვა­ხერ­ხებ­დი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის დაძ­ლე­ვას. ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი მტკი­ცე ხა­სი­ა­თი ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა და გა­მაძ­ლი­ე­რა“, - ყვე­ბა მებ­რძო­ლი.

ნი­უ­ელს ეს­მის, რომ ცალი ხე­ლის გამო მას დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა, თუმ­ცა ამას მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ანი­ჭებს.

. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები