"ზაფხულის შემდეგ 7 კილო მოვიმატე... შეიძლება არ მიხდებოდა, მაგრამ ასე ლანძღვა შეიძლებოდა?" - კვირის პალიტრა

"ზაფხულის შემდეგ 7 კილო მოვიმატე... შეიძლება არ მიხდებოდა, მაგრამ ასე ლანძღვა შეიძლებოდა?"

მომღერალი ბაბი კირკიტაძე ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს. ის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხალხისთვის საყვარელი სახეა, ხშირად აქვეყნებს საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს. თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

რამდენიმე დღის წინ ბაბი კირკიტაძემ სოციალურ ქსელში კადრები მორიგი კონცერტიდან გამოაქვეყნა, სადაც მან თეთრი, თვლებით გაწყობილი კომბინეზონი მოირგო. ამ სამოსის გამო მან კრიტიკა დაიმსახურა და არაერთი უარყოფითი კომენტარი მიიღო. მოგვიანებით კი სწორედ იმაზე ისაუბრა, თუ როგორ უმკლავდება მის მიმართ გამოხატულ ნეგატიურ დამოკიდებულებას:

"ყველა ადამიანი არის თავისუფალი, აქვს უფლება, ეცვას ის, რაც უნდა; ატაროს ისეთი ვარცხნილობა, როგორიც სურს და ისეთ წონაზე იყოს, როგორზეც უნდა. გული დამწყდა, რა ფორმითაც გამოხატეს კრიტიკა. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები თვითონ არიან ცუდ ემოციურ მდგომარეობაში და, ალბათ, როგორ აკლიათ სიყვარული... ამაზე ვერ ვბრაზდები", - თქვა მომღერალმა.

"გული დამწყდა, რა ფორმითაც გამოხატეს კრიტიკა; ვფიქრობ, ასეთი ადამიანები თვითონ არიან ცუდ ემოციურ მდგომარეობაში და, ალბათ, როგორ აკლიათ სიყვარული..." - რას პასუხობს ბაბი კირკიტაძე მისი ჩაცმულობის გამო დაწერილ ნეგატიურ კომენტარებს

ბაბი კირკიტაძემ საკონცერტო ჩაცმულობისა და ნეგატიური გამოხმაურების შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი:

"გახსოვთ, რა ამბავი ატყდა?! ისე, რომ დავფიქრებულიყავი, ხომ არ ჩავიცვამდი... ეს ვარდისფერი კომბინეზონი, ღია, გამჭვირვალე თვლებით, ჩემმა მეგობარმა დიზაინერმა ზაფხულში მაჩუქა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო