საქართველოს ნაკრების მენეჯერი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის გამო ბოდიშს იხდის - კვირის პალიტრა

საქართველოს ნაკრების მენეჯერი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის გამო ბოდიშს იხდის

პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლე­ზეც ალექ­სან­დრე იაშ­ვილ­მა თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში მი­უ­თი­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა პი­როვ­ნე­ბამ "ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა", გახ­ლავთ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი, გი­ორ­გი კა­ცი­ტა­ძე.

ამის თა­ო­ბა­ზე კა­ცი­ტა­ძემ თა­ვად გა­ნა­ცხა­და. ის აცხა­დებს, რომ ნაკ­რე­ბი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა და ამის გამო ბო­დიშს იხ­დის.

"პირ­ველ რიგ­ში, ბო­დიშს ვუხ­დი გულ­შე­მატ­კი­ვარს ჩემი შეც­დო­მის­თვის და არ შე­მეძ­ლო პი­რა­დად არ მეთ­ქვა ეს სა­ჯა­როდ. 2011 წლი­დან დღემ­დე, რაც ეროვ­ნუ­ლი გუნ­დე­ბის სტრუქ­ტუ­რა­ში ვმუ­შა­ობ, პირ­ვე­ლად და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს და­ვუშ­ვი ისე­თი შეც­დო­მა, რის გა­მოც თავს სა­შინ­ლად ვგრძნობ და რე­ა­ლო­ბად მი­ღე­ბა ახ­ლაც მი­ჭირს.

იმ­დე­ნად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმა­ში, რომ ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ყვე­ლა ყვი­თე­ლი ბა­რა­თი უქ­მდე­ბო­და, რომ ყვე­ლა ჩემს სის­წო­რე­ში და­ვარ­წმუ­ნე, არა­და, არა­ერ­თხელ მკი­თხეს. თა­ვის და­ზღვე­ვის მიზ­ნით, რე­გუ­ლა­ცი­ის აღ­ნიშ­ნუ­ლი პუნ­ქტე­ბი არ გა­და­ვა­მოწ­მე და ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლე­ბი და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი შეც­დო­მა­ში შე­ვიყ­ვა­ნე.

ამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის­თვის პი­რა­დად მე ვუხ­დი ბო­დიშს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს და სამ­წვრთნე­ლო შტაბს, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს, რო­მე­ლიც სა­ერ­თო მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, ამ გუნ­დის წარ­მა­ტე­ბის­თვის თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობს.

იმ მი­ზე­ზით, რომ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს, გუნდში არ­სე­ბულ ერ­თი­ა­ნო­ბას ზი­ა­ნი არ მი­ად­გეს, სა­ერ­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გუნდთან ერ­თად ვრჩე­ბი. მზად ვარ, რომ ჩვენ გუნდს მარ­ტის მატ­ჩებ­ში გვერ­დით და­ვუდ­გე და სა­ერ­თო მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო და ამით ვე­ცა­დო იმ შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბას, რი­თიც ჩემი ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბი და­ვა­ზა­რა­ლე", - ნათ­ქვა­ვა­მია გი­ორ­გი კა­ცი­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ­ზე, ერთა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში 21 მარტს ლუქ­სემ­ბურ­გის ნაკ­რებს უმას­პინ­ძლებს, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ფი­ნალ­ში 26 მარტს, სა­ბერ­ძნეთს, ან ყა­ზა­ხეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. კვა­რა­ცხე­ლია კი ეს­პა­ნეთ­თან მი­ღე­ბუ­ლი ყვი­თე­ლი ბა­რა­თის გამო ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს გა­მო­ტო­ვებს, თუმ­ცა თუ ჩვე­ნი გუნ­დი ფი­ნალ­ში გავა, "კვა­რას" უკვე იქ თა­მა­შის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა.