"ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული..." - რას ამბობს ლევან კობიაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე? - კვირის პალიტრა

"ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული..." - რას ამბობს ლევან კობიაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე?

ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მიერ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის პლეი-ოფის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი მატ­ჩის გა­მო­ტო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა.

"იმედ­თან" სა­უ­ბარ­ში კო­ბი­აშ­ვილ­მა წუ­ხი­ლი გა­მოთ­ქვა და აღ­ნიშ­ნა, რომ "დაშ­ვე­ბუ­ლი იყო ძა­ლი­ან დიდი და უხე­ში შეც­დო­მა". "ჩვე­ნი გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი ვწუხ­ვართ ამა­ზე. ხვი­ჩა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია და მისი არ­ყოფ­ნა, რა თქმა უნდა, დიდი და­ნაკ­ლი­სი არის ჩვე­ნი გუნ­დის­თვის, ისე­ვე რო­გორც ჩვე­ნი გუნ­დის ნე­ბის­მი­ე­რი წევ­რის და­ნაკ­ლი­სი. ნე­ბის­მი­ე­რი მო­თა­მა­შე ჩვენს გუნდში არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა და, შე­სა­ბა­მი­სად, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის და­ნაკ­ლი­სი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი და მძი­მე.

თუმ­ცა, რა თქმა უნდა გე­თან­ხმე­ბით იმა­ში, რომ მომ­ხდა­რი ფაქ­ტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცუ­დია, ეს ადა­მი­ა­ნუ­რი შეც­დო­მით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, თუმ­ცა ამას ვე­ღა­რა­ფერს ვუშ­ვე­ლით. მო­ცე­მუ­ლო­ბა გვაქვს ის, რაც არის. დღეს ჩემ­თვის მთა­ვა­რია, რომ ზუს­ტად იმა­ზე გა­ვა­კე­თოთ აქ­ცენ­ტე­ბი, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­მა­ში გვაქვს 21 მარტს და ზუს­ტად ამ თა­მა­შამ­დე მო­ვე­დით ამ ერ­თი­ა­ნო­ბით. ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად შევ­ძე­ლით ის, რომ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­მა­ში გვაქვს მარ­ტში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ძლი­ე­რი, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი გუნ­დი გვე­ყო­ლე­ბა მო­ე­დან­ზე, რო­მე­ლიც ამ თა­მა­შის მო­გე­ბას შეძ­ლებს.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და მჯე­რა ჩვე­ნი გუნ­დის, ნე­ბის­მი­ე­რი ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის და ვიცი, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ იმის­თვის, რომ 21 მარტს ჩვე­ნი გუნ­დი და­ა­მარ­ცხებს ლუქ­სემ­ბურ­გის ნაკ­რებს და 26-ში უკვე ხვი­ჩას­თან ერ­თად ვი­თა­მა­შებთ ფი­ნალს და მი­ვაღ­წევთ იმ წარ­მა­ტე­ბას, რო­მელ­ზეც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ოც­ნე­ბობს", - თქვა კო­ბი­აშ­ვილ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ­ზე, ერთა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში 21 მარტს ლუქ­სემ­ბურ­გის ნაკ­რებს უმას­პინ­ძლებს, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ფი­ნალ­ში 26 მარტს, სა­ბერ­ძნეთს, ან ყა­ზა­ხეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. კვა­რა­ცხე­ლია კი ეს­პა­ნეთ­თან მი­ღე­ბუ­ლი ყვი­თე­ლი ბა­რა­თის გამო ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს გა­მო­ტო­ვებს, თუმ­ცა თუ ჩვე­ნი გუნ­დი ფი­ნალ­ში გავა, "კვა­რას" უკვე იქ თა­მა­შის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა.

დღეს, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მე­ნე­ჯერ­მა, გი­ორ­გი კა­ცი­ტა­ძემ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლი­თაც ის ბო­დიშს იხ­დის და აცხა­დებს. კა­ცი­ტა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მთე­ლი ნაკ­რე­ბი თა­ვად შე­იყ­ვა­ნა შეც­დო­მა­ში. "იმ­დე­ნად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმა­ში, რომ ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ყვე­ლა ყვი­თე­ლი ბა­რა­თი უქ­მდე­ბო­და, რომ ყვე­ლა ჩემს სის­წო­რე­ში და­ვარ­წმუ­ნე, არა­და, არა­ერ­თხელ მკი­თხეს. თა­ვის და­ზღვე­ვის მიზ­ნით, რე­გუ­ლა­ცი­ის აღ­ნიშ­ნუ­ლი პუნ­ქტე­ბი არ გა­და­ვა­მოწ­მე და ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლე­ბი და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი შეც­დო­მა­ში შე­ვიყ­ვა­ნე." - აცხა­დებს კა­ცი­ტა­ძე.