"ბედის ამბავიც არის, თეთრმა ცხენმა ჩაგირბინაო, ხომ უნდა შეახტე...მე ერთი-ორჯერ ჩამირბინა ისე, რომ თვალი გავაყოლე" - რას ვერ პატიობს მსახიობი საკუთარ თავს?
"რუსთავი 2-ის" გადაცემაში ზურა ყიფშიძემ განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა და თქვა, ვის უძღვნის ვარსკვლავს, რომელსაც მარჯანიშვილის თეატრის წინ გაუხსნიან.
"ბედის ამბავიც არის, თეთრმა ცხენმა ჩაგირბინაო, ხომ უნდა შეახტე...მე ერთი-ორჯერ ჩამირბინა ისე, რომ თვალი გავაყოლე... მარჯანიშვილის თეატრში რომ შემოვდივარ, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად დედაჩემის, მამაჩემის დანაკლისს ვგრძნობ. აქ იმდენი იყვენენ და ისეთები...ქალბატონი ვერიკო და სესილია, ორი უკვე საკმარისია. იყო წლები, როცა სცენაზე არ ვიდექი. თუმანიშვილი, რომ გარდაიცვალა, 10 წელი ისე ვიყავი, თემურ ჩხეიძე რომ არ გამოჩენილიყო...ისე ბედმა გამიღიმა, "დავიწყე "დონ ჟუანიდან" და დავასრულე "მეფე ლირით", - ამბობს მსახიობი.