"ყველაფერი გათამაშებული იყო" - რა ბედი ეწიათ "ვარდების რევოლუციის" სიმბოლოებს - ვისთან ინახება ვარდი და შევარდნაძის ჭიქა
"ვარდების რევოლიციიდან" 20 წელი გავიდა. ამ დღეს ოპოზიციის მაშინდელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წითელი ვარდით შეიჭრა და ტრიბუნასთან მყოფ პრეზიდენტ შევარდნაძეს გადადგომა მოსთხოვა. მერე კი ტრიბუნასთან თავად მიიჭრა და შევარდნაძის ჩაიც დალია. იმ დღის შემდეგ წითელი ვარდი და ჩაის ჭიქა რევოლუციის სიმბოლოდ იქცა.
AMBEBI.GE-ს არქივში ინახება ინტერვიუ ყოფილ დეპუტატთან კობა ამირხანაშვილთან, რომელიც იმ წითელ ვარდს წლებია ჩარჩოში ინახავს:
ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, კობა ამირხანაშვილი, წლებია, "დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის" დამაარსებელი და პრეზიდენტია. ბატონი კობა თავის სამუშაო ოთახში ორ უნიკალურ ნივთს ინახავს: ვარდს, რომლითაც საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა და საქართველოს დროშას, რომელსაც 2004 წლის 14 იანვარს პარლამენტმა კენჭი უყარა...
რამდენიმე წლის წინ ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში იხენებდა, როგორ აღმოჩნდა მოვლენების ეპიცენტრში:
"22 ნოემბერს, დილას თავისუფლების მოედანზე მომიტინგეებს შევუერთდი. მერე ხალხი სამ საათამდე დაიშალა... მანამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი და ჩახერგილი იყო, რატომღაც სამი საათისთვის ჩაკეტილი ქუჩები გაეხსნათ, იქიდან ყველა მანქანა გაეყვანათ და ტერიტორია გათავისუფლებული იყო.გზის გახსნა ცხადია, ვიღაცის ბრძანებით მოხდა. მხოლოდ კობა ნარჩემაშვილის (მაშინდელი შს მინისტრი) პატარა ჯგუფი იყო ჩიტაძეზე. ნარჩემაშვილი ამბობდა, - რატომ უნდა გაგატაროთ? გაატარეთ, უამრავი ხალხი მოდის, დიდი ტალღაა-მეთქი, - ვუთხარი და ხმა აღარავის გაუცია. მახსოვს, ერთადერთი უშიშროების პოლკოვნიკი იყო, სახელოში ხელი მტაცა, - რას შვრებითო?! ვუთხარი: წინააღმდეგობის გაწევა, იარაღი გამოყენება არ შეიძლება, ეს ხალხის ნებაა და თავი დაანებეთ, ხელს ნუ უშლით-მეთქი. ამასობაში მიშა საკაშვილი პარლამენტში შევიდა. სხდომათა დარბაზში რომ შეცვივდნენ, პირველად უკან გამოუშვეს და იმ დროს კართან აღმოვჩნდი, მიშა რომ გამოვარდა, კარი კინაღამ სახეში მომხვდა.
რომ დამინახა, ვარდი ხელში მომაწოდა, რომელიც მისთვის მანამდე დათო მუმლაძეს მიუცია. მითხრა, - ხალხი სად არის? აქ არიან-მეთქი და უეცრად ორივე კარი გაიღო და ადამიანები დარბაზში შეიჭრნენ. ატყდა ამბავი, მაგიდებზე აცვივდნენ, დეპუტატ ვიტალი ხაზარაძის სკამს ეძებდნენ, რომ დაეწვათ... გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები