ომი და ვაჭრობა - რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ისრაელისგან?!
2023 წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველო-ისრაელს შორის საგარეო-სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, სექტემბერთან შედარებით კი შემცირდა. კერძოდ, გასულ თვეს ორ ქვეყანას შორის ბრუნვის მოცულობა 2,915 მლნ დოლარს შეადგენდა, 2022 წლის ოქტომბერში 2,066 მლნ დოლარს, 2023 წლის სექტემბერში კი ბრუნვის მოცულობა 3,509 მლნ დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ბრუნვაში იმპორტის წილი დაახლოებით 36% იყო, სულ 1,040 მლნ დოლარი, ექსპორტმა კი 1,875 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 1,191 მლნ დოლარის ადგილობრივი პროდუქცია იყო.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, Top-5 პროდუქტს, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ ისრაელში: (2023 წლის ოქტომბრის მონაცემები)
იმპორტი:
ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები;
სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 160,2 ათასი დოლარი;
დამაჩქარებლები კაუჩუკის ვულკანიზაციისა მზა - 150,8 ათასი დოლარი;
კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 104,1 ათასი დოლარი;
გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 50,1 ათასი დოლარი;
კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 48,9 ათასი დოლარი
ექსპორტი:
აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო,
რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის - 384,4 ათასი დოლარი;
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 253,1 ათასი დოლარი;
ოპტიკური ელემენტები - 192,7 ათასი დოლარი;
მინერალური და მტკნარი წყლები - 157,5 ათასი დოლარი;
მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 153,9 ათასი დოლარი.