როგორ მიმართა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას "ვარდების რევოლუციის" 20 წლის იუბილეზე? - კვირის პალიტრა

როგორ მიმართა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას "ვარდების რევოლუციის" 20 წლის იუბილეზე?

ჩვენ უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ტო­ტა­ლუ­რი შე­ტე­ვა ოლი­გარ­ქატ­ზე და გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვენს ტო­ტა­ლურ შე­ტე­ვას ექ­ნე­ბა ტო­ტა­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა. აქ სა­კი­თხი ზუს­ტად ასე დგას - ან ოლი­გარ­ქი, ან სა­ქარ­თვე­ლო და გა­მარ­ჯვე­ბა. ჩვენ ვირ­ჩევთ გა­მარ­ჯვე­ბას, ანუ ჩვენ ვირ­ჩევთ სა­ქარ­თვე­ლოს , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" 20 წლის იუ­ბი­ლე­ზე „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, იგორ ნარ­მა­ნი­ამ წა­ი­კი­თხა.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ" მყა­რად და­აბ­რუ­ნა სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო რუ­კა­ზე.

"კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მოვ­ლე­ნის - "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" 20 წლის იუ­ბი­ლეს. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ" მყა­რად და­აბ­რუ­ნა სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო რუ­კა­ზე. ჩვენ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ით" კო­რუფ­ცი­ას, კრი­მი­ნალს, უი­მე­დო­ბა­სა და რუ­სეთს ვუ­თხა­რით არა. დსთ-ს სივ­რცე­ში პირ­ვე­ლად ამ პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლომ გა­ბე­და და სწო­რედ ამი­ტომ გვი­წო­და თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლა ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა. ახ­ლაც ზუს­ტად ასე­ვე ვე­ტყვით ოლი­გარ­ქს, რუ­სეთს, უი­მე­დო­ბას და უპერ­სპექ­ტი­ვო­ბას არას.

და­ი­მახ­სოვ­რეთ, გან­სხვა­ვე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და შე­ვარ­დნა­ძე-აბა­ში­ძის რე­ჟი­მებს შო­რის არის მხო­ლოდ სპეც­რაზ­მის ეკი­პი­რე­ბა­ში, მაგ­რამ ჩვენც მეტი ჯავ­შა­ნი გვაქვს. ჩვე­ნი ჯავ­შა­ნი არის მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა, ბევ­რად უფრო მა­გა­რი ახა­ლი თა­ო­ბა და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­როს ტო­ტა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა. ჩვენ უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ტო­ტა­ლუ­რი შე­ტე­ვა ოლი­გარ­ქატ­ზე და გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვენს ტო­ტა­ლურ შე­ტე­ვას ექ­ნე­ბა ტო­ტა­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა. აქ სა­კი­თხი ზუს­ტად ასე დგას - ან ოლი­გარ­ქი, ან სა­ქარ­თვე­ლო და გა­მარ­ჯვე­ბა. ჩვენ ვირ­ჩევთ გა­მარ­ჯვე­ბას, ანუ ჩვენ ვირ­ჩევთ სა­ქარ­თვე­ლოს," - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­ში.