"ჰამასმა" ისრაელიდან გატაცებული მძევლების პირველი ჯგუფი გაათავისუფლა - კვირის პალიტრა

"ჰამასმა" ისრაელიდან გატაცებული მძევლების პირველი ჯგუფი გაათავისუფლა

ის­რა­ე­ლუ­რი გა­მო­ცე­მის Times of Israel-ის ცნო­ბით, მძევ­ლე­ბის პირ­ველ­მა ჯგუფ­მა წი­თე­ლი ჯვრის დახ­მა­რე­ბით უკვე და­ტო­ვა ღა­ზის ტე­რი­ტო­რია.

ისი­ნი ეგ­ვიპ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არი­ან და ის­რა­ე­ლის­კენ მი­ე­მარ­თე­ბი­ან, ამ ჯგუფ­ში შე­დი­ან ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი.

"ჰა­მას­სა“ და ის­რა­ელს შო­რის და­დე­ბუ­ლი 4-დღი­ა­ნი ზა­ვის პი­რო­ბე­ბით, "ჰა­მასს" დღეს უნდა გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა 13 მძე­ვა­ლი, ის­რა­ე­ლის მიერ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი 39 პა­ლეს­ტი­ნე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ. მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­მა­ვალ დღე­ებ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში იმოქ­მე­დებს ცე­ცხლის დრო­ე­ბით შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი.

ამავდრო­უ­ლად, ტა­ი­ლან­დის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ "ჰა­მა­სმა“ ტა­ი­ლან­დის 12 მო­ქა­ლა­ქეც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, ამას ადას­ტუ­რებს ის­რა­ე­ლის მე­დი­აც.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს აქტი არ ყო­ფი­ლი "ჰა­მას­სა“ და ის­რა­ელს შო­რის შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლი.

ღა­ზის სექ­ტორ­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის დრო­ე­ბი­თი რე­ჟი­მი, რო­მელ­ზეც ის­რა­ე­ლი და რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა "ჰა­მა­სი“ არა­პირ­და­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს შე­თან­ხმდნენ, 24 ნო­ემ­ბერს, პა­რას­კევს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით დი­ლის 7 სა­ათ­ზე შე­ვი­და ძა­ლა­ში.

ჯერ კი­დევ 22 ნო­ემ­ბერს გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ მიღ­წე­უ­ლი იყო შე­თან­ხმე­ბა ღა­ზა­ში ცე­ცხლის დრო­ე­ბი­თი შე­წყვე­ტი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბის სა­ნაც­ვლოდ, "ჰა­მა­სის“ მიერ აყ­ვა­ნი­ლი ის­რა­ე­ლე­ლი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. შე­თან­ხმე­ბა 23 ნო­ემ­ბერს უნდა ამოქ­მე­დე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ეს ერთი დღით გა­და­ი­დო.

შე­გახ­სე­ნებთ, ის­რა­ელ­მა "ჰა­მასს“ ომი მას შემ­დეგ გა­მო­უ­ცხა­და , რაც 7 ოქ­ტომ­ბერს რა­დი­კა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ ის­რა­ე­ლის ქა­ლა­ქებ­ზე მა­სი­რე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნა, მისი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი კი ის­რა­ე­ლის სამ­ხრეთ­ში მდე­ბა­რე და­სახ­ლე­ბებ­ში შე­იჭრ­ნენ, ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ხო­ცეს და ათე­უ­ლო­ბით მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს.