როდის და სად შეხვდა უცხოპლანეტელებს მიხეილ ცაგარელი - " მიყურებდა...ორმეტრანახევრიანები არიან, თავი ამტკივდა, საათი გაჩერდა" - კვირის პალიტრა

როდის და სად შეხვდა უცხოპლანეტელებს მიხეილ ცაგარელი - " მიყურებდა...ორმეტრანახევრიანები არიან, თავი ამტკივდა, საათი გაჩერდა"

გთავაზობთ ეპიზოდს ასტროლო მიხეილ ცაგარელის 2018 წლის ინტერვიუდან, რომელიც მან AMBEBI.GE-ს მისცა

ამო­უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტე­ბის თემა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში ღი­მილს იწ­ვევს, ზოგი მათ უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს, ნა­წილს მათი არ­სე­ბო­ბის სჯე­რა და არ­სე­ბო­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს სე­რი­ო­ზუ­ლად სწავ­ლო­ბენ და ამა­ზე არა­ერ­თხელ დაგ­ვი­წე­რია.

სა­ქარ­თვე­ლო­შიც არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ჰქო­ნი­ათ კონ­ტაქ­ტი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან. ერთ-ერ­თია ცნო­ბი­ლი ას­ტრო­ლო­გი, მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი. მისი თქმით, წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებს შეხ­ვდა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უ­ვი­წყა­რი მო­გო­ნე­ბე­ბიც აქვს.

რა უამ­ბეს და რა გა­ნი­ცა­და ას­ტრო­ლოგ­მა მათ­თან შეხ­ვედ­რი­სას - ამა­ზე მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რე­ბა.

- "იმის თქმა, რომ მხო­ლოდ ჩვენ ვართ მთელ ამ­ხე­ლა სამ­ყა­რო­ში და ჩვენ გარ­და სხვა არა­ვინ, არ შე­იძ­ლე­ბა. სამ­ყა­რო ვი­თარ­დე­ბა გრა­და­ცი­ის პრინ­ცი­პით, შე­სა­ბა­მი­სად, "რა­ღაც ქვე­ვი­თაა და რა­ღაც - ზე­ვით" და ეს ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მიც სულ ძა­ლა­შია. ისე მარ­ტი­ვად არ არის საქ­მე, რომ - მო­ვე­დით და წა­ვე­დით. სა­ი­დან მო­ვე­დით ან სად მივ­დი­ვართ, ვინ­მემ იცის სა­ერ­თოდ?! იცით, ჩვენ გარ­და, დე­და­მი­წა­ზე კი­დევ რამ­დე­ნი სამ­ყა­როა? ცხო­ველ­თა სამ­ყა­რო, მი­ნე­რა­ლე­ბის, მცე­ნა­რე­ე­ბის და ამ სუ­ლე­ბის გრა­და­ცი­ას კარ­გად არც ვიც­ნობთ. მაგ­რამ თუ რა ხდე­ბა ჩვე­ნი სამ­ყა­როს მიღ­მა, ამის უამ­რა­ვი მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, თუნ­დაც სვე­ტი­ცხოვ­ლის ერთ-ერთ კე­დელ­ზე, სა­დაც უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი არი­ან გა­მო­სა­ხუ­ლი. მსგავ­სის მო­ძებ­ნა სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ უამ­რა­ვი პლა­ნე­ტა­რუ­ლი გე­მია ჩა­მო­სუ­ლი დე­და­მი­წა­ზე. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბაც, რომ ადა­მი­ა­ნი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის მიერ არის შექ­მნი­ლი, რომ ადა­მი­ა­ნი მათი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი პრო­ექ­ტია. უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­აა, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან ჩემი შეხ­ვედ­რა უფრო ცხად­ჰყოფს".

- სად შეხ­ვდით მათ?

- სულ 2 შეხ­ვედ­რა მქონ­და. შევ­ხვდი უდი­დე­სი პი­როვ­ნე­ბის, უფო­ლოგ - თა­ლეს შო­ნი­ას მეშ­ვე­ო­ბით. უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან შეხ­ვედ­რა 90-იან წლებ­ში მქონ­და, როცა ისი­ნი მე­ტად იყ­ვნენ გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლე­ბი. შევ­ხვდი რუს­თავ­ში დათ­ქმულ ად­გი­ლას და ის ემო­ცია არას­დროს მა­ვი­წყდე­ბა. ის არ იყო პირ­და­პი­რი ლა­პა­რა­კი, უფრო ტე­ლე­პა­ტი­უ­რი სა­უ­ბა­რი გახ­ლდათ. და­ახ­ლო­ე­ბით, კომ­პი­უ­ტერ­ში რომ გა­ვუშ­ვათ ხმა და იმ ხმამ გი­თარ­გმნოს და აზრი მო­გა­წო­დოს ქარ­თულ ენა­ზე. ასე­თი უც­ნა­უ­რი რამ იყო.

გა­რეგ­ნუ­ლად უზარ­მა­ზა­რი, და­ახ­ლო­ე­ბით ორ­მეტრნა­ხე­ვა­რი მა­ინც. მათ­ში არი­ან მაღ­ლე­ბიც და დაბ­ლე­ბიც. გა­აჩ­ნია, რო­მე­ლი თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დი­დან მო­დი­ან, რო­მე­ლი პლა­ნე­ტა­რუ­ლი სის­ტე­მი­დან. არი­ან - იუ­პი­ტე­რი­ა­ნე­ლე­ბი, მარ­სი­ა­ნე­ლე­ბი. მარ­სი­ა­ნე­ლე­ბი თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით, უფრო აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან. იუ­პი­ტე­რი­ა­ნე­ლე­ბი მე­ტად გვი­ცა­ვენ. კა­ნის ფერ­შიც არის გან­სხვა­ვე­ბა, აქვთ მომ­წვა­ნო, მო­ლურ­ჯო, ნაც­რის­ფე­რი კანი. რომ უახ­ლოვ­დე­ბი, გგო­ნია, რომ დე­და­მი­წა­ზე არ ხარ. რომ და­ვი­ნა­ხე, თა­ვი­დან ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, ალ­ბათ პულ­სი 120 მქონ­და - სა­ოც­რე­ბას ვუ­ყუ­რებ­დი. ჩემ წინ მდგარ არ­სე­ბას, სა­ხის სხვა წყო­ბა ჰქონ­და, მი­ყუ­რებ­და და არ ვი­ცო­დი, რას მო­ი­მოქ­მე­დებ­და... ამას­თან, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ენერ­გო­ვე­ლი აქვთ და გა­ჩერ­და ჩემი სა­ა­თი, რო­მე­ლიც ხელ­ზე მე­კე­თა, ამ­ტკივ­და თავი, ყუ­რე­ბი - სა­წყის ეტაპ­ზე სა­ო­ცა­რი დის­კომ­ფორ­ტი მქონ­და.

- რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­და თქვე­ნი კონ­ტაქ­ტი?

- იმ პე­რი­ოდ­ში დროს ვერ ვგრძნობ­დი, რამე რომ ეკი­თხა კაცს, ვე­რა­ფერს ვუ­პა­სუ­ხებ­დი, სა­უ­ბარ­მა და­ახ­ლო­ე­ბით საათ-ნა­ხე­ვარს გას­ტა­ნა და ძა­ლი­ან ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე. ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებ­და - რა­ტომ არ შე­მო­დი­ან ჩვენ­თან ახლო კონ­ტაქ­ტში? პა­სუ­ხი იყო ასე­თი - ჯერ ად­რეა. რომ ჩვე­ნი ცი­ვი­ლი­ზა­ცია ძა­ლი­ან შორს არის მათ­გან, ამის გამო ვერ ვუ­გებთ ერ­თმა­ნეთს და რომ ჩვენ­თვის ად­რეა ეს კავ­ში­რი. მი­თხრა, რომ ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბი, აგ­რე­სი­უ­ლე­ბი ვართ, ვფიქ­რობთ მხო­ლოდ ფულ­ზე და ომზე. მათი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი კი დე­და­მი­წის დაც­ვაა, რომ ჩვენ­მა უგუ­ნუ­რო­ბამ არ და­ან­გრი­ოს ის. თუ დე­და­მი­წა და­ინ­გრა, ბირ­თვუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა. ეს კი სხვა მზის სის­ტე­მებს მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­და­ე­ცე­მა და ისი­ნიც სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­დე­ბი­ან. ამი­ტომ დრო­დად­რო გვი­წევს აქ ჩა­მოს­ვლა, რომ ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბის­გან მთე­ლი მზის სის­ტე­მა და­ვიც­ვა­თო.

გვი­თხრა, რომ მთვა­რე­ზე არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ში­და­ქა­ლა­ქი, მე­ტიც, რომ ასე­თი სამ­ყა­რო ეგ­ვიპ­ტის პი­რა­მი­დე­ბის ქვე­შა­ცაა, რო­მელ­საც ჩვენ ვერ ვხე­დავთ და პი­რა­მი­დებს რო­გორც ქვებს, ისე აღ­ვიქ­ვამთ. ეს რომ და­ვი­ნა­ხოთ, მე­ო­თხე გან­ზო­მი­ლე­ბა გვჭირ­დე­ბა. ამი­ტო­მაც არის, რომ ამ გან­ზო­მი­ლე­ბის უქონ­ლო­ბის გამო ჩვენს სამ­ყა­რო­ში ბევრ რა­მეს ვერ ვხე­დავთ.

განაგრძე კითხვა