პაკისტანში სავაჭრო ცენტრში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

პაკისტანში სავაჭრო ცენტრში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა და 35 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს.

დღეს, პაკისტანის ქალაქ კარაჩიში სავაჭრო ცენტრს ხანძარი გაუჩნდა, რა დროსაც შენობაში 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

პაკისტანის სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა, მათგან 7-ის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმეა.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა, შაჰიდ ჰუსეინმა განაცხადა, რომ ცეცხლი სავაჭრო ცენტრის გენერატორს გაუჩნდა და მოგვიანებით შენობის ორ სართულზე გავრცელდა.

"ინტერპრესნიუსი"