ხვიჩას კარგი თამაში, მაცარის წარმატებული დებიუტი და ოსიმენის დაბრუნება უნიღბოდ - "ნაპოლიმ" "ატალანტა" დაამარცხა - კვირის პალიტრა

ხვიჩას კარგი თამაში, მაცარის წარმატებული დებიუტი და ოსიმენის დაბრუნება უნიღბოდ - "ნაპოლიმ" "ატალანტა" დაამარცხა

სე­რია A-ს მე - 13 ტურ­ში "ნა­პო­ლი" ბერ­გა­მო­ში "ატა­ლან­ტას" და­უ­პი­რის­პირ­და და ან­გა­რი­შით 1:2 გა­ი­მარ­ჯვა.

ნე­ა­პო­ლუ­რი გუნდში ახა­ლი მწვრთნე­ლის ვალ­ტერ მა­ცა­რის დე­ბი­უ­ტი შედ­გა, რო­მელ­მაც ნე­ა­პო­ლელ­ბი ასე­თი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბით გა­იყ­ვა­ნა მო­ე­დან­ზე: გო­ლი­ნი, დი ლო­რენ­ცო, რაჰ­მა­ნი, ნა­ტა­ნი, ოლი­ვე­რა, ან­გი­სა, ლო­ბოტ­კა, ზი­ლენ­სკი, პო­ლი­ტა­ნო, კვა­რა­ცხე­ლია, რას­პა­დო­რი

მატ­ჩი მჭიდ­რო პრე­სინ­გით და­ი­წყო "ატა­ლან­ტამ", რაც ლა­მის მთე­ლი მატ­ჩი გაგ­რძელ­და. პირ­ვე­ლი ტა­ი­მისაკ­მა­ოდ უხე­ში გა­მო­ვი­და. გან­სა­კუთ­რე­ბით ბერ­გა­მო­ე­ლე­ბი არ­ღვევ­დნენ წე­სებს, მათ შო­რის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას წი­ნა­აღ­მდე­გაც, თუმ­ცა 44-ე წუთ­ზე ქარ­თველ­მა მო­ა­ხერ­ხა სა­ჯა­რი­მო­ში შეს­ვლა, სწო­რი პო­ზი­ცი­ის შერ­ჩე­ვა და დი ლო­რენ­ცოს პა­სი­სი მერე, თა­ვუ­რი დარ­ტყმით მატჩში ან­გა­რი­ში გახ­სნა.

405764033-862132939246390-545594420999359599-n-81964-1700940014.jpg

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი "ნა­პო­ლიმ" სწო­რედ ხვი­ჩას გო­ლით მო­ი­გო.

მე­ო­რე ტა­ი­მი ბერ­გა­მო­ელ­თა აქ­ტი­უ­რო­ბით და­ი­წყო, ისი­ნი ისევ წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებ­დნენ პრე­სინგსაც, ამან შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და 53-ე წუთ­ზე ამედ­მო­ლა ლუკ­მან­მა გო­ლი­ნის კარი თა­ვუ­რი დარ­ტყმით აიღო. ამის მერე "ატა­ლან­ტას" კვლავ არა­ერ­თი შან­სი ჰქონ­და გო­ლის გა­ტა­ნის, "ნა­პო­ლი" კი ძი­რი­თა­დად თა­ვის დაც­ვა­ზე იყო გა­და­სუ­ლი. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ მო­ე­დანს ტრავ­მის შემ­დეგ და­უბ­რუნ­და ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი, რო­მე­ლიც თა­მაშ­ში მისი ლე­გენ­და­რუ­ლი ნიღ­ბის გა­რე­შე ჩა­ერ­თო. მან რას­პა­დო­რი შეც­ვა­ლა, ხოლო პო­ლი­ტა­ნოს ნაც­ვლად მო­ე­დან­ზე ელ­მა­სი შე­ვი­და. სწო­რედ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბით გა­ვი­და მე­ო­რე გოლი "ატა­ლან­ტას" კარ­ში, რო­მე­ლიც ოს­მი­ე­ნის პა­სით ელ­მა­სმა 79-ე წუთ­ზე გა­ი­ტა­ნა.

405499332-911207467032225-7770448056584423036-n-1700940014.jpg

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ხვი­ჩამ ძა­ლი­ან კარ­გი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა, ის უტევ­და რო­გორც მარ­ცხე­ნა ფლან­გი­დან, ისე ცენ­ტრი­დან და ასე­ვე ხში­რად და შე­დე­გი­ა­ნად ეხ­მა­რე­ბო­და დაც­ვას.

მატჩს ეს­წრე­ბო­და "ნა­პო­ლის" ყო­ფი­ლი და იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მწვრთნე­ლი ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტი. (გააგრძელეთ კითხვა)