"უცაბედად გარდაიცვალა დავით თარხან-მოურავის ვაჟი... უწესიერესი, უბოროტო და ღირსეული ბიჭი" - რას წერს ირმა ინაშვილი - კვირის პალიტრა

"უცაბედად გარდაიცვალა დავით თარხან-მოურავის ვაჟი... უწესიერესი, უბოროტო და ღირსეული ბიჭი" - რას წერს ირმა ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. პოლიტიკოსის ცნობით, დავით თარხან-მოურავის ვაჟი იორამ თარხან- მოურავი გარდაიცვალა.

"ხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ, მაგრამ იმდენი ადამიანი მიკავშირდება, გადავწყვიტე დავწერო. დღეს უცაბედად გარდაიცვალა დავით თარხან-მოურავის ვაჟი იორამ თარხან- მოურავი. უკარგესი ადამიანი. უწესიერესი, უბოროტო და ღირსეული ბიჭი. იორამი 35 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი გულის ანევრიზმაა. მომავალ კვირაში ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი.

იორამი ცხოვრობდა საზღვარგარეთ და ჯერ ზუსტად ვერ ვწერ, როდის ჩამოვასვენებთ, სად დავასვენებთ და როდის იქნება პანაშვიდი და გასვენება.ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო... ჩვენი შვილები უნდა წერდნენ ჩვენი გარდაცვალების შესახებ და მე ვწერ... აღარ მესმის არაფერი... რატომ..." - წერს ირმა ინაშვილი.