ცხინვალს ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება?!
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საშიშროებაა, რომ წამლისა და სურსათის მარაგის გარეშე დარჩნენ. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" წერს. მიზეზი ისაა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ე.წ. საბაჟო პუნქტზე თანამშრომლები გაფიცვას აცხადებენ და ავტომობილები გაჩერებული ჰყავთ. თანამშრომლები აპროტესტებენ ტვირთის მოსაკრებლის დაწესებას, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ტვირთის აწონვას, გაფორმებას, რაც აქამდე სავალდებულო არ ყოფილა.
3 დღის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბიზნესმენებმა ერთ-ერთი რუსი ბროკერის განცხადება გაავრცელეს:
"23 ნოემბრიდან 15 დღით ჩრდილო-კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციული წნეხის გამო ვაჩერებთ იმ ტვირთების გაფორმებას, რომლებიც ცხინვალში მიეაქვთ", - ნათქვამი იყო განცხადებაში.