"ყოველთვის გრძნობს არასწორ ადამიანებს ჩემ გარშემო" - რას ჰყვება ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლეზე
ნოე სულაბერიძის გადაცემაში - "ნოესთან", პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახზე, მეუღლის გაცნობაზე ისაუბრა:
- ნუნუკა როგორ გაიცანით?
- ნუნუკა სკოლაში გავიცანი, მერვე კლასში, ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ერთი წლით უმცროსი იყო.
- მალევე შეგიყვარდათ?
- გვისაუბრია ამაზე და მასაც იგივე უთქვამს ჩემთვის, რომ თითქოს რაღაც რომ გაქვს მეხსიერებაში დამახსოვრებული და გაიღვიძებს, თავიდანვე ასე დავიჯერე, რომ ეს გოგონა ჩემი მეუღლე უნდა გახდეს. დავიჯერე, მიზანი დავისახე და ასეც მოხდა. მასაც უფიქრია, რომ შენ ჩემი ქმარი უნდა გამხდარიყავიო.
შემდეგ იყო უნივერსიტეტი, თსუ, ის სწავლობდა საერთაშორისო სამართალზე, მე - საერთაშორისო ურთიერთობებზე.
ერთად დავისახეთ მიზნები, მე საჯარო პოლიტიკაში მინდოდა საქმიანობის გაგრძელება.
- გრძნობაში როდის გამოუტყდით?
- ალბათ, 18 წლის ვიქნებოდი, სკოლის დამთავრების შემდეგ.
- ხელს გიწყობდათ?
- ძალიან. სრული კომფორტი მაქვს მისგან. პირველ რიგში, მან გადაწყვიტა, თვითონ, რომ თავისი ცხოვრება მე და შვილებს მოგვიძღვნა, არ უმუშავია. მე შეთავაზება მქონდა, მაგრამ ასე არჩია.
- რამდენად კარგი მრჩეველია ნუნუკა?
- ძალიან კარგი. მას აქვს გამძაფრებული ინტუიცია, შვილების, ჩემ მიმართ და ყოველთვის გრძნობს არასწორ ადამიანებს ჩემ გარშემო. რაშიც მარწმუნებდა, მერე აღმოჩნდა, რომ მართალი ყოფილა. მისი მამა დაიჭირეს იმის გამო, რომ მე წამოვსულიყავი გუნდიდან...
ვიდეო იხილეთ ლინკზე