რას ამბობს ლაშა ტალახაძე "კვარაზე"? - "ხვიჩა კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება"
ქართველმა ძალოსანმა, ორგზის ოლიმპიურმა და მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ "TST სპორტთან" ვრცელ ინტერვიუში კიდევ ერთ წარმატებულ ქართველზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
- აქამდე არ მქონია საშუალება ხვიჩა კვარაცხელიაზე სადმე მესაუბრა და ჩემი შთაბეჭდილება გამომეხატა. სიმართლე გითხრათ, დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს, მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში, მისალოცი მესიჯებით ვურთიერთობთ ხოლმე, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, პირადადაც გავიცნო. ბევრს არ ვიტყვი, პირველ რიგში, ძალიან კარგი ადამიანია, თავმდაბალია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენისთვის. როდესაც ამდენი წარმატების შემდეგ ადამიანი არ იცვლება და კვლავ კეთილშობილების მაგალითია, იმ ადამიანის ყველაფერი გამიხარდება... თან არა მარტო მე, ძალიან ბევრ სხვა ადამიანსაც. ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ არ უთქვამს თავის სათქმელი. მას უფრო მეტი შეუძლია და ეს ბიჭი უფრო მეტს იტყვის. (გააგრძელეთ კითხვა)