"ვაიძულოთ მთავრობა დაასუბსიდიროს სტუდენტების მიერ ბინის ქირაობა" - რისკენ მოუწოდებს სააკაშვილი თანაგუნდელებს? - კვირის პალიტრა

"ვაიძულოთ მთავრობა დაასუბსიდიროს სტუდენტების მიერ ბინის ქირაობა" - რისკენ მოუწოდებს სააკაშვილი თანაგუნდელებს?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

|რუსი მიგრანტების მასობრივი შემოსვლის გამო, ბინებზე ქირის ფასები ქართველებისთვის მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის.მე მოვუწოდებ "გამარჯვების კოალიციას”, ასევე სხვა ოპოზიციურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს, გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ვაიძულოთ მთავრობა დაასუბსიდიროს სტუდენტების მიერ ბინის ქირაობა და ეს ფული მოიტანოს იმ თანხებისგან, რომლებიც ძირითადად ჩრდილოვანი და ნახევრად ლეგალური გზით შემოვიდა რუსეთიდან.გამოვდივარ ინიციატივით, შედგეს პეტიცია, რომელსაც პირველ რიგში, ხელს მოაწერენ სტუდენტები, ასევე მათი ოჯახის წევრები და აქტივისტები." - წერს სააკაშვილი.