ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა და ბენიამინ ნათანიაჰუს შეხვდა - რა დეტალები ხდება ცნობილი შეხვედრიდან? - კვირის პალიტრა

ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა და ბენიამინ ნათანიაჰუს შეხვდა - რა დეტალები ხდება ცნობილი შეხვედრიდან?

"თუ ღა­ზას მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა გსურთ, მა­შინ "ჰა­მა­სი“ უნდა გა­ნად­გურ­დეს", - ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ ამე­რი­კელ ბიზ­ნეს­მენ, ილონ მასკთან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ილონ მას­კი დღეს ის­რა­ელს ეწ­ვია და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს­თან და ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად კი­ბუც­ში ჩა­ვი­და, სა­დაც 7 ოქ­ტომ­ბერს „ჰა­მა­სმა“ სას­ტი­კი თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

"თუ ღა­ზას მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბა, მშვი­დო­ბა და უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა გსურთ, მა­შინ „ჰა­მა­სი“ უნდა გა­ნად­გურ­დეს. ჯერ მომ­წამ­ლა­ვი რე­ჟი­მი უნდა გა­ნად­გურ­დეს, რო­გორც ეს გერ­მა­ნი­ა­სა და ია­პო­ნი­ა­ში გა­კეთ­და“, - გა­ნა­ცხა­და ნე­თა­ნი­აჰუმ.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ე­რის სი­ტყვებს ილონ მას­კი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ არის.

ambebi.ge