თურქული მედიის მტკიცებით, მათმა სპეცსამსახურმა 2022 წელს მოსადის ოპერაცია ჩაშალა და გატაცებული ჰაკერი, რომელმაც "რკინის გუმბათის" სისტემა "გატეხა", გაათავისუფლა - კვირის პალიტრა

თურქული მედიის მტკიცებით, მათმა სპეცსამსახურმა 2022 წელს მოსადის ოპერაცია ჩაშალა და გატაცებული ჰაკერი, რომელმაც "რკინის გუმბათის" სისტემა "გატეხა", გაათავისუფლა

22 ნო­ემ­ბერს, ერთ-ერ­თმა თურ­ქულ­მა გა­მო­ცე­მამ გა­მო­აქ­ვე­ნა საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქმის ერთი წლის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თით­ქოს­და, 2022 წელს თურ­ქე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­სა­დის სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­შა­ლეს. და­ი­წე­რა თურ­ქუ­ლი და მა­ლა­ი­ზი­უ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ერ­თობ­ლივ ოპე­რა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც მო­სა­დის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი და ჰა­კე­რის გა­მოხ­სნას უკავ­შირ­დე­ბო­და.

ვინ არის ეს ჰა­კე­რი?

თურ­ქუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სტა­ტი­ებ­შილა­პა­რა­კია ჰა­კერ­ზე, ვინ­მე ომარ­ზე ღა­ზის სექ­ტო­რი­დან, რო­მელ­მაც მო­ა­ხერ­ხა, 2015-2016 წლებ­ში ჰა­კე­რუ­ლად შე­ეღ­წია ის­რა­ე­ლის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა­ში და დრო­ე­ბით მწყობ­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა "რკი­ნის გუმ­ბა­თი“, რის შემ­დე­გაც "ჰა­მა­სმა" ის­რა­ე­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან ობი­ექ­ტებ­ზე სა­რა­კე­ტო იე­რი­შე­ბი მი­ი­ტა­ნა.

2020 წელს პა­ლეს­ტი­ნე­ლი ჰა­კე­რი ჯერ ეგ­ვიპ­ტე­ში, შემ­დეგ კი თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და. მო­სა­დის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მას­თან კავ­შირ­ზე გა­ვიდ­ნენ და "საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის“ ეგი­დით, სცა­დეს მისი გა­ტყუ­ე­ბა თურ­ქე­თი­დან, თუმ­ცა არ გა­მო­უ­ვი­დათ.

რო­გორც თურ­ქუ­ლი NTV წერს, 2022 წელს მო­სად­მა გა­არ­კვია, რომ ომა­რი 15-დღი­ან მოგ­ზა­უ­რო­ბას აპი­რებ­და მა­ლა­ი­ზი­ა­ში. სა­ბო­ლო­ოდ, ისე მოხ­და, რომ ებ­რა­ე­ლებ­მა მა­ლა­ი­ზი­ა­ში ჰა­კე­რი შე­ი­პყრეს, გა­ი­ტა­ცეს და ჰკი­თხავ­დნენ 36 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. თურ­ქე­ბის მტკი­ცე­ბით, მათი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მა­ლა­ი­ზი­ელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეს, ჰა­კე­რი და­იხ­სნეს და 11 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ ჰა­კე­რის მო­ტა­ცე­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, და­ა­კა­ვეს.

ამ ფილ­მის სი­უ­ჟე­ტის მსგავს ის­ტო­რი­ას თუ მი­ვიჩ­ნევთ რე­ა­ლუ­რად, ის­მის კი­თხვა, ეს 2022 წელს მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც აქამ­დე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო, ახლა რა­ტომ გა­სა­ჯა­როვ­და?ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ერ­დო­ღა­ნი­სა და "ჰა­მა­სის" ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ურ­თი­ერ­თო­ბას­თან.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯებ ტაიპ ერ­დო­ღა­ნი წლე­ბია ცდი­ლობს მუს­ლი­მე­ბის ლი­დე­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, შექ­მნას სხვა­დას­ხვა სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი. ერთ-ერთი ასე­თი პერ­სპექ­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა თურ­ქუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია. მას­ში შე­დი­ან: აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი, თურ­ქე­თი და უზ­ბე­კე­თი, ხოლო თურ­ქმე­ნე­თი და უნ­გრე­თი ჯერ­ჯე­რო­ბით დამ­კვირ­ვებ­ლის სტა­ტუ­სით არი­ან.

ყა­რა­ბა­ღის უკა­ნას­კნე­ლი კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ, რო­დე­საც აზერ­ბა­ი­ჯან­მა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­იბ­რუ­ნა და თურ­ქე­თის გავ­ლე­ნა ამით სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში გა­ი­ზარ­და, ახლა ჯერი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ზე მიდ­გა.

ის ფაქ­ტი, რომ ის­რა­ელ­სა და თურ­ქეთს შო­რის მარ­ტი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ არის და პე­რი­ო­დუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ახა­ლი არა­ვის­თვი­საა. მა­გა­ლი­თად, 2015 წელს ღა­ზის თო­ბა­ზე დე­ბა­ტე­ბი­სას, ერ­დო­ღან­მა და ის­რა­ე­ლის ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ში­მონ პე­რეს­მა პირ­და­პირ ეთერ­ში თით­ქმის იჩხუ­ბეს, უცხა­რე­სი კა­მა­თის შემ­დეგ, ერ­დო­ღან­მა დარ­ბა­ზი დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად და­ტო­ვა. (გააგრძელეთ კითხვა)