"დიდი "ნაცბელადის“ ბიძას იქნებ სთხოვოთ, ეგება გამობრძანდეს და ხალხს უთხრას, რა ბოღმა გააჩნია საკუთარი ერისა და ქვეყნის მიმართ“ - რას აცხადებს მათიკაშვილი თემურ ალასანიაზე? - კვირის პალიტრა

"დიდი "ნაცბელადის“ ბიძას იქნებ სთხოვოთ, ეგება გამობრძანდეს და ხალხს უთხრას, რა ბოღმა გააჩნია საკუთარი ერისა და ქვეყნის მიმართ“ - რას აცხადებს მათიკაშვილი თემურ ალასანიაზე?

რაც მეტს ვუს­მენ ჩვენს ოპო­ნენ­ტებს, მე­ტად ვრწმუნ­დე­ბი, რომ "არ გა­თეთრდე­ბის ყო­რა­ნი, რაც უნდა ხეხო ქვი­ში­თა“ - ერთ რა­ღა­ცას ვე­ტყვი ალა­სა­ნი­ა­საც, სა­ა­კაშ­ვილ­საც და ზო­გა­დად "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, რომ არა სა­არ­ჩევ­ნო გზით, ვე­რას­დროს მოხ­ვალთ ვერც თქვენ და ვერც სხვა ძალა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში ძმა­თა შო­რის, ომი არას­დროს აღარ მოხ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა და­ვით მა­თი­კაშ­ვილ­მა სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან პარ­ლა­მენ­ტი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძას თე­მურ ალა­სა­ნი­ას მი­მარ­თა, გა­მო­ვი­დეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აუხ­სნას, "რა და­უ­შა­ვა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და სა­ქარ­თვე­ლომ მას ასე­თი, რომ ასე შე­ი­ძულა“.

"ჩვენს ოპო­ნენ­ტებს მინ­და მივ­მარ­თო, ვი­საც ბა­ტონ ალა­სა­ნი­ას­თან მი­უწ­ვდე­ბა ხმა, ჩვენ ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა არ გაგ­ვაჩ­ნია და თქვენ ვი­საც შე­გიძ­ლი­ათ, რომ ამ დიდი "ნაც­ბე­ლა­დის“ ბი­ძას სთხო­ვოთ, ეგე­ბა გა­მობ­რძან­დეს ეს ადა­მი­ა­ნი და ქვე­ყა­ნას აუხ­სნას, ხალ­ხს უთხრას, რა და­უ­შა­ვა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და სა­ქარ­თვე­ლომ ამ კაცს ასე­თი, რომ ასე შე­ი­ძუ­ლა და ეს ბოღ­მა გა­აჩ­ნია სა­კუ­თა­რი ერი­სა და ქვეყ­ნის მი­მართ. ეს ყოვ­ლად ბინ­ძუ­რი მუ­სა­ი­ფი, რო­მე­ლიც მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მო­ის­მი­ნა ლიფ­ტში ბიძა -დის­შვილს შო­რის შემ­დგა­რი, ერ­თმა­ნეთს რომ უზი­ა­რებ­დნენ, რა უნდა და­მარ­თონ თა­ვის მშობ­ლი­ურ ხალ­ხს, რომ მერე კარ­გად მარ­თონ. ეს უბე­დუ­რე­ბა, რო­მე­ლიც იქ მო­ის­მი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თე­ო­რე­ტი­კო­სის და პრაქ­ტი­კო­სის სა­უ­ბა­რი, თე­ო­რე­ტი­კო­სი ბიძა, რო­მე­ლიც ას­წავ­ლის დის­შვილს, რო­გო­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი და ღირ­სე­ბის აყ­რით უნდა მარ­თო, ერ­თა­დერ­თი გზა არის ქარ­თვე­ლე­ბის მარ­თვი­სო, ძა­ლა­დო­ბით, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით და ტე­რო­რით უნდა მარ­თოო შენი ქვე­ყა­ნა და დის­შვი­ლიც რო­გორ თან­ხმდე­ბა, რო­გორ ას­რუ­ლებს, ცხოვ­რე­ბა­ში რე­ა­ლი­ზე­ბას რო­გორ უკე­თებს ამ იდე­ებს. ვაშ­ლი ხომ ვაშ­ლის ხის­გან შორს არ ვარ­დე­ბა!

ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე აქ ხომ ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს და ლუსტრი­რე­ბა ხდე­ბა თვი­თონ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ იმ იდე­ო­ლო­გი­ის, რო­მე­ლიც აქვს პარ­ტი­ას, სა­ა­კაშ­ვილს, ალა­სა­ნი­ას და ყვე­ლას, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გზით თუკი ვერ მოხ­ვალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ის ძა­ლა­დო­ბით მო­ი­პო­ვო და მე­ო­რე ნა­წი­ლი, რო­გორ შე­მო­ი­ტყუო კი­დევ ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორ ჩა­ა­ბა­რო მას ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რო­გორ გა­ხა­დო შენი ქვე­ყა­ნა ისე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის სფე­რო, რომ ამ უდი­დეს ძა­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა სულ გაქ­რეს და აორ­თქლდეს სა­ქარ­თვე­ლო, რა­ნა­ი­რად უნდა მო­ა­ხერ­ხო, თუ არა იმით, რაც ალა­სა­ნი­ამ ბრძა­ნა.

მაგ­რამ ერთ რა­ღა­ცას ვე­ტყვი ალა­სა­ნი­ა­საც, სა­ა­კაშ­ვილ­საც და ზო­გა­დად "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, რომ არა სა­არ­ჩევ­ნო გზით, ვე­რას­დროს მოხ­ვალთ ვერც თქვენ და ვერც სხვა ძალა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და მე­ო­რე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძმა­თა­შო­რის ომი არას­დროს აღარ მოხ­დე­ბა. "რაც მტრო­ბას და­უნ­გრე­ვია, სიყ­ვა­რულს უშე­ნე­ბია“ და ჩვენ სიყ­ვა­რუ­ლით, ძმო­ბით, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბით და ქვეყ­ნის პროგ­რე­სით მი­ვაღ­წევთ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას და ჩვე­ნი აფხა­ზი და ოსი ძმე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მა­თი­კაშ­ვილ­მა.