"არ მესმის, რა თამაშებს თამაშობენ... ვეკითხები არახამიას, - რატომ დაასმინე ასე, ბორის ჯონსონის მადლობელი არ უნდა იყო?“ - გორდონის უმწვავესი განცხადებები და კითხვები ხელისუფლებას - კვირის პალიტრა

"არ მესმის, რა თამაშებს თამაშობენ... ვეკითხები არახამიას, - რატომ დაასმინე ასე, ბორის ჯონსონის მადლობელი არ უნდა იყო?“ - გორდონის უმწვავესი განცხადებები და კითხვები ხელისუფლებას

ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი დმიტ­რი გორ­დო­ნი და­სავ­ლე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის რთულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და. გორ­დო­ნის თქმით, უკ­რა­ი­ნამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ევ­რო­პუ­ლი კურ­სი ჰქონ­დეს, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­სავ­ლე­თი არ იწ­ვის სურ­ვი­ლით, რომ მათ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში თუ ალი­ან­სებ­ში მი­ი­ღოს.

"და­სავ­ლე­თი გვე­ტყვის, მი­დით რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე. არ ვამ­ტკი­ცებ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ასე იქ­ნე­ბა, მაგ­რამ და­სავ­ლე­თი, ასე იტყვის. ნატო? ევ­რო­კავ­ში­რი? რა ნატო, რა ევ­რო­კავ­ში­რი, გგო­ნი­ათ ისი­ნი ჩვე­ნი მი­ღე­ბის სურ­ვი­ლით იწ­ვი­ან? 2013-2014 წლებ­ში ჩვენ მა­ი­დან­ზე გავ­დი­ო­დით, ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­რე­ბის მი­სა­ღე­ბად. ჯერ ეგეც კი არ მიგ­ვი­ღია ბო­ლომ­დე. იმ ფონ­ზე, რომ და­სავ­ლეთს არ აქვს დიდი სურ­ვი­ლი, რომ სად­მე მიგ­ვი­ღოს, იმ ფონ­ზე, რომ და­სავ­ლე­თი ვაჭ­რობს რუ­სეთ­თან, გა­სა­გე­ბია, დიდ ფულ­ზე და ფი­ნან­სებ­ზეა ლა­პა­რა­კი.

ისი­ნი გვე­ტყვი­ან, და ამის შე­სა­ხებ და­სავ­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი, მა­გა­ლი­თად "ბილ­დი“ წერს და მო­დით, სი­მარ­თლე ვთქვათ, უკვე ელ­ჩე­ბიც სა­უბ­რო­ბენ, რომ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით და­ვას­რუ­ლებთ. რა იქ­ნე­ბა ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, სა­დაც უკ­რა­ი­ნა ძლი­ე­რი პო­ზი­ცი­ის გა­რე­შეა? რა იქ­ნე­ბა, რას გვე­ტყვი­ან? ისევ იმა­ვეს, უარი ვთქვათ ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ზე.

რუ­სე­ბი აღარც მა­ლა­ვენ სურ­ვილს, პირ­და­პირ ამ­ბო­ბენ, სა­დაც ჩვენ გვყავს ჯა­რე­ბი, ის ტე­რი­ტო­რია ჩვე­ნია, სა­დაც თქვენ გყავთ - თქვე­ნიო. თან რუ­სე­ბის ნდო­ბა ისევ და ისევ არ შე­იძ­ლე­ბა. აქ შე­კი­თხვა ჩნდე­ბა არა­ხა­მი­ას­თან, 2022 წლის მარ­ტის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პი­რო­ბე­ბი იყო უკე­თე­სი თუ ახ­ლან­დე­ლი? ამა­შია კი­თხვა. წინ ზამ­თა­რია, იქ­ნე­ბა სა­რა­კე­ტო იე­რი­შე­ბი, იქ­ნე­ბა და­ნა­კარ­გე­ბი და ტკი­ვი­ლი, ეს უც­ნა­უ­რი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ცალ­კე სა­კი­თხია, ბო­ლომ­დე რომ არ ამ­ბო­ბენ სათ­ქმელს. ჩემ­თვის ერთი რამ გა­სა­გე­ბია, ყვე­ლა გვი­ბიძ­გებს რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­კენ“.

ამას­თა­ნა­ვე, გორ­დონ­მა რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" თავ­მჯდო­მა­რის და­ვით არა­ხა­მი­ას გან­ცხა­დე­ბა­ზეც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი და აღ­ნიშ­ნა, რომ არ ეს­მის, რა­ტომ გა­ახ­მა­უ­რა სა­ერ­თოდ ეს ამ­ბა­ვი. იგუ­ლის­ხმე­ბა არა­ხა­მი­ას ამას­წი­ნან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა, - რო­დე­საც ჩვენ სტამ­ბუ­ლის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­დან დავ­ბრუნ­დით (2002 წლის მარ­ტი - რედ.), კი­ევ­ში ბო­რის ჯონ­სო­ნი ჩა­მოფ­რინ­და და გვი­თხრა, - ჩვენ მათ­თან არა­ფერს ხელს არ მო­ვა­წერთ, მო­დით, უბ­რა­ლოდ, ვი­ო­მო­თო..."

"არ მეს­მის არა­ხა­მი­ამ ეს რა­ტომ თქვა, თით­ქოს ჩა­უშ­ვა, და­ას­მი­ნა. დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა იმ­დე­ნი რამ გა­ა­კე­თა უკ­რა­ი­ნის­თვის, რომ ფე­ხებ­ში უნდა ვუ­ვარ­დე­ბო­დეთ. ბო­რის ჯონ­სონ­მა პი­რა­დად... ის უკ­რა­ი­ნის გმი­რია, არ მეს­მის, რა­ტომ უნდა და­ეს­მი­ნა, არ მეს­მის, რა თა­მა­შებს თა­მა­შო­ბენ და რა ხდე­ბა. ვე­კი­თხე­ბი არა­ხა­მი­ას, - რა­ტომ და­ას­მი­ნე ასე, ამ ადა­მი­ა­ნის მად­ლო­ბე­ლი არ უნდა იყო?“ (გააგრძელეთ კითხვა)