რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი, მათ შორის 7 წლის გოგონა - კვირის პალიტრა

რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი, მათ შორის 7 წლის გოგონა

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა სუმის რაიონზე 22 თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაშავდა 3 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის არის 7 წლის გოგონა, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სუმის რაიონში სულ 106 აფეთქება დაფიქსირდა. დაბომბვები ნაღმმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსი"