ვინ არის საგარეჯოს რაიონში მოკლული 36 წლის კაცი? - "მას შემდეგ რაც ქალმა ახალი ოჯახი შექმნა, ყოფილი ქმარი მუდმივად ემუქრებოდა... გუშინ მიუვარდა იარაღით
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მოხდა. ადგილობრივების თქმით, კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მისი მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი კი საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაშია მოთავსებული, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლული 36 წლის კაცი იაშარ ჯაფაროვია, ხოლო ბრალდებული ხეირ ხაბაროვი. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ჯაფაროვი მეუღლეს 7 თვის წინ გაშორდა, მას შემდეგ კი რაც ქალმა ახალი ოჯახი შექმნა, მის მიმართ მუდმივად ხორციელდებოდა მუქარა.