უკრაინის მთავარი მზვერავის კირილ ბუდანოვის ცოლი მოწამლეს - როგორ ეხმაურება ამ ამბავს მიხეილ სააკაშვილი?!
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს კირილ ბუდანოვის მეუღლე მარიანა ბუდანოვა მოწამლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, მარიანა ბუდანოვას მძიმე მეტალებით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს.
„ეს ნივთიერება არ გამოიყენება საყოფაცხოვრებო დონეზე, რაც მიუთითებს, რომ კონკრეტული ადამიანი მიზანმიმართულად მოწამლეს“, - წერს უკრაინული მედია.
მარიანა ბუდანოვა ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მას მკურნალობის კურსი უტარდება. მიმდინარეობს მკვლელობის მცდელობის გამოძიება. საავადმყოფო, სადაც უკრაინის მთავარი მზვერვარის მეუღლე მკურნალობს არ სახელდება. ცნობილია ის, რომ საავადმყოფო უკრაინაშია.
მარიანა ბუდანოვა სოცქსელებში არ აქტიურობს, ამიტომ მასზე ბევრი არაფერია ცნობილი. წარსულში ის ვიტალი კლიჩკოს პარტია „უდარიდან“ უმაღლეს რადაში კენჭს იყრიდა.
ცოტა ხნის წინ, ბუდანოვმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე მასთან ერთად კაბინეტში ცხოვრობს და „ბედნიერება სულ გვერდითაა“.
სავარაუდოდ, ამას გულისხმობდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, როდესაც სოცქსელში რუსულად წერდა:“მეც მომწამლეს მძიმე მეტალებით. ეს არის რუსების ტიპიური სტილი.
ციხეში მომწამლეს გერმანულმა და ამერიკულმა ლაბორატორიებმა, ჩემს ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობის დიაგნოზი დამისვეს.
მოწამვლის შემდეგ, ჩემი მდგომარეობა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაუარესდა, სანამ პრორუსული ოლიგარქიული ხელისუფლება არ დათანხმდა ჩემს გადაყვანას კლინიკაში, სადაც აქამდე ვიმყოფები”