ავიაკატასტროფა იაპონიასთან - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა - კვირის პალიტრა

ავიაკატასტროფა იაპონიასთან - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, სამხრეთ იაპონიის მახლობლად ოკეანეში ჩამოვარდა, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი კაგოშიმას პრეფექტურის კუნძულ იაკუშიმასთან ახლოს ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა.

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი იოკოტას საჰაერო ბაზას ეკუთვნოდა და ოკინავასკენ მიფრინავდა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბორტზე მყოფი პირების სტატუსი უცნობია და იაპონიის სანაპირო დაცვა ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ატარებს.

"ინტერპრესნიუსი"