ღაზის სექტორში ომი მთავრდება?! - ისრაელის არმიის განცხადება - კვირის პალიტრა

ღაზის სექტორში ომი მთავრდება?! - ისრაელის არმიის განცხადება

ზავის გახანგრძლივების მცდელობების ფონზე, ღაზაში საომარი მოქმედებები არ გაგრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

„შუამავლების ძალისხმევის გათვალისწინებით, რომ შეთანხმების პირობების მიხედვით მძევლების გათავისუფლების პროცესი გახანგრძლივდეს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაგრძელდება“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

„ჰამასმა“ ცალკე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული პაუზა მეშვიდე დღესაც გაგრძელდება.

ცნობისთვის, ბოლო წუთამდე ღაზაში ზავის გაგრძელების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

"ინტერპრესნიუსი"