"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო მზის სხივო! ბერუკა - 4 წლის" - ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის უფროსი ვაჟი იუბილარია (ფოტოები) - კვირის პალიტრა

"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო მზის სხივო! ბერუკა - 4 წლის" - ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის უფროსი ვაჟი იუბილარია (ფოტოები)

ექსპრემიერის ვაჟის ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის უფროსი ვაჟი, ბერუკა იუბილარია, ბავშვი 4 წლის გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნანუკა გუდავაძის და წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს.

beruka-1701278451-1701326426.jpg

46513630-2413700195312269-5890074667485495296-n-1701326425.jpg

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. ყოფილი პრემიერის ვაჟისა და მისი რჩეულის, მოდელისა და ბლოგერის, ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერა სვეტიცხოველში ჩატარდა. ჯვრისწერის წინ წყვილი პატრიარქმა მიიღო, დალოცა და დაასაჩუქრა.

49032962-2022105047871906-8512203105645887488-n-1701326425.jpg

წვეულება კოჯორში, "ბიოლი ჰოლში" გაიმართა, რომელსაც 150-მდე სტუმარი დაესწრო. დედოფალს აბრეშუმის კაბა ეცვა რალფ რუსოს კოლექციიდან. წყვილის სიყვარულის ისტორია ზაფხულში დაიწყო და მას შემდეგ გახმაურდა, რაც ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გააზიარა მინაწერით: "რაც ადრე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი."

beruka-o-h-1701326426.jpeg

ბერასა და ნანუკას პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. მეორე შვილი დადუ ივანიშვილი 20 მარტს დაიბადა.

337227041-891957715422998-5698715329678206995-n-1701326425.jpg

აღსანიშნავია, რომ თუ წყვილი ადრე აქტიურად აზიარებდა ვიდეოსა თუ ფოტოებს, ისინი კარგა ხანია სოციალურ ქსელში აღარ აქტიურობენ.