"საჭიროა ვისაუბროთ და მოვძებნოთ ურთიერთგაგების, თანაცხოვრების გზები“ - რა თქვა სერგეი შამბამ ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ ეთერში - შეცვლილი რიტორიკა ოკუპირებული რეგიონიდან? - კვირის პალიტრა

"საჭიროა ვისაუბროთ და მოვძებნოთ ურთიერთგაგების, თანაცხოვრების გზები“ - რა თქვა სერგეი შამბამ ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ ეთერში - შეცვლილი რიტორიკა ოკუპირებული რეგიონიდან?

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი, სერ­გეი შამ­ბა ამ­ბობს, რომ "ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფლიქ­ტი შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს არ უნდა დარ­ჩეთ“.

მისი თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეძე­ბონ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად თა­ნა­ცხოვ­რე­ბის­თვის. ამის შე­სა­ხებ შამ­ბამ აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს­თან და ამ­ჟა­მად აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევრთან, ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ი­ას­თან ონ­ლა­ინ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. შამ­ბამ და ყოლ­ბა­ი­ამ პირ­და­პირ ეთერ­ში უპა­სუ­ხეს ჟურ­ნა­ლისტ ვანო ჩო­კო­რი­ას კი­თხვებს.

"მე არა­ერ­თხელ მი­სა­უბ­რია ამ თე­მა­ზე და აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რს არ მოს­წონს ჩემი პო­ზი­ცია, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ პრობ­ლე­მის დროს, პირ­ველ რიგ­ში, სა­უ­ბა­რია სა­ჭი­რო. არ არ­სე­ბო­ბენ ასე­თი ერე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი. ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­თან არ ჩხუ­ბო­ბენ, არ ომო­ბენ. ამის მა­გა­ლი­თია მთე­ლი ევ­რო­პა“, - გა­ნა­ცხა­და შამ­ბამ.მი­სი­ვე თქმით, "აფხა­ზურ და ქარ­თულ მხა­რე­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი კვლავ აგ­რე­სი­უ­ლა­დაა გან­წყო­ბი­ლი“.

"ვფიქ­რობ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს შე­იც­ვლე­ბა, მარ­თა­ლია, ომი­დან დიდი დრო გა­ვი­და, უკვე 30 წელი, შე­იძ­ლე­ბა რო­გორ­მე და­ვი­წყოთ რა­ღაც მოძ­რა­ო­ბე­ბი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის­კენ.

მე ყო­ველ­თვის მხარს ვუ­ჭერ­დი სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ას და როცა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვი­ყა­ვი, ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად ხვდე­ბოდ­ნენ ქარ­თველ ოპო­ნენ­ტებს. ეს იყო ერ­თმა­ნე­თის პო­ზი­ცი­ე­ბის გა­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის სხვა­დას­ხვა არ­ხე­ბი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ". (გააგრძელეთ კითხვა)