რა თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს სხდომაზე თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით? - კვირის პალიტრა

რა თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს სხდომაზე თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით?

რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის, თა­მაზ გინ­ტუ­რის მკვლე­ლო­ბა ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბის კი­დევ ერთი აქ­ტია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ილია დარ­ჩი­აშ­ვილ­მა ეუთო-ს მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ძვირ­ფა­სო კო­ლე­გე­ბო, სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ომი ცივი ომის შემ­დეგ სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვეყ­ნის სა­ზღვრე­ბის ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით შეც­ვლის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა იყო. 15 წელ­ზე მე­ტია უკვე რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი რე­გი­ო­ნე­ბის - აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბის - უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცი­ას. ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის პრინ­ცი­პე­ბი­სა და ნორ­მე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვაა.

ხალ­ხი, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ცხოვ­რობს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მძი­მე დარ­ღვე­ვე­ბის მსხვერ­პლი ხდე­ბა. ისი­ნი მავ­თულხლარ­თე­ბით კი­ლო­მეტ­რე­ბით არი­ან იზო­ლი­რე­ბულ­ნი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბის­გან, სა­ლო­ცა­ვი ად­გი­ლე­ბის­გან, წარ­თმე­უ­ლი აქვთ გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა, ძი­რი­თა­დი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სად­მი წვდო­მა.

უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბი და გა­ტა­ცე­ბე­ბი მზარ­დი პრაქ­ტი­კაა, რო­მე­ლიც მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სი­ცო­ცხლეს საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს.

ცოტა ხნის წინ, რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის, თა­მაზ გინ­ტუ­რის მის მშობ­ლი­ურ სო­ფელ კირ­ბალ­თან მკვლე­ლო­ბა, ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბის კი­დევ ერთი აქ­ტია“, - გა­ნა­ცხა­და დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.