"მიმანიშნა, რომ იქ ზედმეტი ვიყავი, შემდეგ კი კარისკენ მიმითითეს.... ძალიან დავმცირდი, მეტკინა და წამოვედი" - რა წერს ლუკა კურტანიძე? - კვირის პალიტრა

"მიმანიშნა, რომ იქ ზედმეტი ვიყავი, შემდეგ კი კარისკენ მიმითითეს.... ძალიან დავმცირდი, მეტკინა და წამოვედი" - რა წერს ლუკა კურტანიძე?

მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ექ­სპარ­ლა­მენ­ტა­რი, ლუკა კურ­ტა­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ფე­დე­რა­ცი­ა­ში დღეს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ წერს.

"დღეს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ში 12 სა­ათ­ზე სა­ან­გა­რი­შო ყრი­ლო­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონს, რო­მელ­საც ალ­ბათ ჰქონ­და უფ­ლე­ბა, თუნ­დაც სტუმ­რის სტა­ტუ­სით დავ­სწრე­ბო­დი ყრი­ლო­ბას და მო­მეს­მი­ნა, რა ხდე­ბა, რა იგეგ­მე­ბა ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის წელს და სხვა სა­კი­თხე­ბი... არ ვიცი ალ­ბათ მქონ­და ამის უფ­ლე­ბა?... რად­გან დღემ­დე სხვა თუ არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია ამ ქვე­ყა­ნა­ზე, ამ კუ­თხით მა­ინც მქონ­და უფ­ლე­ბა, ასე და­მამ­ცი­რებ­ლად არ მომ­ქცე­ოდ­ნენ.... არა­და ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბი­დან ჩა­მო­ვე­დი იმი­სათ­ვის, რომ უბ­რა­ლოდ გა­მე­გო რა ხდე­ბა, მო­მე­კი­თხა ყვე­ლა და დამ­დე­გი მო­მე­ლო­ცა/ თუმ­ცა....

ჯერ პრე­ზი­დენ­ტმა გეგა გე­გე­ში­ძემ მკი­თხა და მი­მა­ნიშ­ნა, რომ იქ ზედ­მე­ტი ვი­ყა­ვი... შემ­დეგ კი გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა მი­თხრა, არ მაქვს უფ­ლე­ბა თურ­მე ყრი­ლო­ბა­ზე დას­წრე­ბის და კა­რე­ბის­კენ მი­მი­თი­თეს.... ძა­ლი­ან დავმცირ­დი....! ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა და წა­მო­ვე­დი...! ახლა ვზი­ვარ მი­ხელ მეს­ხის ძეგლ­თან სტა­დი­ონ­ზე და გე­კი­თხე­ბით ყვე­ლას - პირ­ველ რიგ­ში პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი­დან და­წყე­ბუ­ლი უბ­რა­ლო მო­ქა­ლაქმდე.... რა და­ვა­შა­ვე ისე­თი, რომ ასე დავმცირ­დე იქ, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს დი­დე­ბის­თვის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე გავ­ლიე?! ვფიქ­რობ ასე არ შე­იძ­ლე­ბა!!! მე ასე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არ მიბ­რძო­ლია.... მტკივ­ნე­უ­ლია ძა­ლი­ან მაგ­რამ უფალს მი­ვენ­დო­ბი ... ალ­ბათ ესეც უნდა მი­ვი­ღო... ჭი­და­ო­ბის ოჯახს კი ერ­თი­ა­ნო­ბას ვუ­სურ­ვებ სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" - წერს კურ­ტა­ნი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ბოლო პე­რი­ო­დი ლუკა კურ­ტა­ნი­ძე ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში, მო­ნას­ტერ­ში ცხოვ­რობ­და. ამ­ბობს, რომ მძი­მე პე­რი­ო­დის შემ­დეგ სწო­რედ იქ იპო­ვა სა­ვა­ნე. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­სულ წელს კურ­ტა­ნუ­ძე ცოლს გა­შორ­და, რაც მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. წყვილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მოს­ვლის შემ­დეგ იქორ­წი­ნა. რო­გორც კურ­ტა­ნი­ძეს, ისე მი­ქა­ცა­ძეს - პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან უკვე ჰყავ­დათ შვი­ლე­ბი.