"ქა­ღალ­დი არ არის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ერ­თგუ­ლი დედა და კარ­გი პარტნი­ო­რი ვიყო" - სანდრა ბულოკის მრავალფეროვანი რომანები და კარიერა - კვირის პალიტრა

"ქა­ღალ­დი არ არის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ერ­თგუ­ლი დედა და კარ­გი პარტნი­ო­რი ვიყო" - სანდრა ბულოკის მრავალფეროვანი რომანები და კარიერა

სანდრა ბულოკი, რომელიც ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლება, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბოლო პერიოდში ოჯახური ტრაგედიის გამო მოექცა - ცოტა ხნის წინ, მას პარტნიორი მამაკაცი გარდაეცვალა. ისინი 2015 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს, წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და შვილებსაც სამაგალითოდ ზრდიდნენ, თუმცა ოფიციალურად მაინც არ შეუღლებულან.

"ქა­ღალ­დი არ არის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ერ­თგუ­ლი დედა და კარ­გი პარტნი­ო­რი ვიყო", - გა­ნა­ცხა­და ბუ­ლოკ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ბრა­ი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლების ამ­ბავს სან­დრა ბულო­კის და, გე­სინ ბულოკი-პრა­დო "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­ეხ­მა­უ­რა და და­წე­რა, რომ "სან­დრა საყვა­რელ მა­მა­კაცს გარდაც­ვა­ლე­ბამ­დე უვლიდა და მის საწოლს არ შორ­დე­ბო­და".

"ALS სას­ტი­კი და­ა­ვა­დე­ბაა, მაგ­რამ იმის ცოდ­ნა, რომ ბრა­ი­ანს ჩემი და და ექთ­ნე­ბი ზრუნ­ვას არ აკ­ლებ­დნენ, მამ­შვი­დებს. მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, ბრა­ი­ან", - წერდა მსახიობის და.

ცოტა ხნის წინ კი ბევრისათვის საყვარელმა მსახიობმა უცხოურ გამოცემასთან ბავშვების შვილად აყვანის პროცესსა და მის ემოციებზე ისაუბრა:

Today-სთან ინტერვიუში მსახიობი გულახდილად აღნიშნავს, რომ ფიქრობდა, კარგა ხნის წინ გაუშვა დედობის შანსი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჯესი ჯეიმსთან განქორწინების შემდეგ ცნობილმა მსახიობმა ბიჭუნა ლუისი იშვილა, რამდენიმე წლის შემდეგ კი - გოგონა ლაილა. სანდრა ბულოკი, ალბათ, იმ მსახიობთა ძალიან მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც შვილებს თავად ზრდის.

როგორც ოსკაროსანმა მსახიობმა განაცხადა, შვილები მისთვის პირველ ადგილზეა.

sandra-bullock-bryan-randall-laila-louis-bg-1701432227.jpg

“ყველაფერი იმისთვისაა, რომ ისინი იყვნენ კარგად, წავიდნენ სკოლაში და ყველაფერი თავის დროს ჰქონდეთ. მე მინდა ვიყო მათ გვერდით ყოველ წამს. ჩემთვის ძალიან რთულია მათი დატოვება და ფიქრი, რომ თითქოს მათთვის მივდივარ, არ ვმუშაობ ბევრს და არც ბევრი საქმე მიმიტოვებია.

ვუყურებ მათ და ვფიქრობ, რომ არაფერი გამაჩნია შვილების გარდა. მე ვუთხარი, სად და რომელ კოლეჯში შეუძლიათ ჩაბარება, სად შევძლებ მე ცხოვრებას, ამიტომ მათ აქვთ არჩევანიც.

ასე რომ, ჩემი პრიორიტეტი ჩემი შვილებია! ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი, მხოლოდ ეს!" - აღნიშნა მსახიობმა ინტერვიუში.

როგორც ოსკაროსანი მსახიობი აღნიშნავს, მის ცხოვრებაში მთავარი მიზანი არ იყო ოჯახი და შვილები ჰყოლოდა, თუმცა ერთმა შემთხვევამ სრულიად შეცვალა ყველაფერი. ეს მოხდა მაშინ, როცა 2005 წელს ნიუ-ორლეანს ქარიშხალი “კატრინა” დაატყდა თავს და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სწორედ მაშინ ცნობილ მსახიობს უცნაური გრძნობა დაეუფლა:

“როცა "კატრინამ" ნიუ-ორლეანში ყველაფერი დაანგრია, უცნაური გრძნობა დამეუფლა, რაღაც მეუბნებოდა, რომ იქ ჩემი შვილი იყო”, – აღნიშნა ცრემლმორეულმა მსახიობმა ინტერვიუს მსვლელობისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეს იყო მისი შინაგანი წინათგრძნობა თუ ღვთის ნიშანი, მსახიობმა უპასუხა: “ვფიქრობ, ეს ერთი და იგივეა და მათ შორის არ არის განსხვავება”.

“შემდეგ დაიწყო საბუთების შევსების ძალიან გრძელი პროცესი, რომელსაც თან ახლდა განკითხვა, ვიყავით ყურადღების ცენტრში, თქვენ იცით, ეს როგორი უხერხული სიტუაციაა”, – აღნიშნავს სანდრა ინტერვიუში.

4cd2c9e500000578-5803529-calling-there-are-hundreds-of-thousands-of-children-that-are-rea-a-4-1528137536044-1701432227.jpg

როგორც ცნობილია, ბავშვის შვილად აყვანის პროცესი წლების განმავლობაში გაიწელა, დიდი ხნის შემდეგ კი ცნობილმა სახიობმა შვილი ლუი გაიცნო, იქამდე, ვიდრე მეუღლეს გაშორდებოდა.

“თითქოს ის ყოველთვის აქ იყო, თითქოს ის ყოველთვის ჩემს მკლავებში იყო, ჩემმა შვილმა თვალებში შემომხედა და დავინახე მისი სიბრძნე, ჩემი შვილი ძალიან ბრძენია”.

როგორც მსახიობი აღნიშნავს, ოჯახი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მსახიობმა 2015 წელს მეორე ბავშვი იშვილა. ლაილა მაშინ სამი წლის იყო.

როგორც ცნობილია, თავად სანდრა ბალოკი მუსიკოსთა ოჯახში დაიბადა, მსახიობის დედა ოპერის მომღერალი იყო, მამა კი - ვოკალის პედაგოგი. მშობლებს სურდათ, შვილიც მუსიკოსი გამხდარიყო, მას ფორტეპიანოზე დაკვრასაც ასწავლიდნენ, თუმცა სანდრამ სხვა გზა აირჩია.

მშობლები ცდილობდნენ, გოგონას როგორმე მოსწონებოდა ეს სფერო. ერთხელ მას ზალცბურგის ოპერის თეატრში პატარა როლიც მისცეს, თუმცა ეს როლი სანდრამ სასაცილო ნომრად აქცია, ამის შემდეგ მომავალ მსახიობს მშობლები ვოკალითა და ოპერით აღარ აწუხებდნენ.

დედის საოპერო კარიერის გამო, ბავშვობაში სანდრა ბევრს მოგზაურობდა, ხან ევროპაში იმყოფებოდა და ხან ამერიკაში, თუმცა 12 წლის ასაკში ის ოჯახთან ერთად ამერიკაში საბოლოოდ გადავიდა საცხოვრებლად. გოგონა ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა, ის თეატრალურ დადგმებში მონაწილეობდა, 1993 წელს კი ბედმა გაუღიმა და პირველ ფილმში Demolition Man დაამტკიცეს.

ახალგაზრდა მსახიობი ეკრანზე უესლი სნაიპთან და სილვესტერ სტალონესთან ერთად გამოჩნდა. მომავალი ოსკაროსანი მსახიობის კინოკარიერა წარმატებულად დაიწყო და, საბოლოოდ, ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად იქცა.

წლების განმავლობაში, ის უამრავ კომედიურ თუ სხვა ჟანრის ფილმში მონაწილეობდა და საზოგადოებამ მისი ფილმები შეიყვარა, 2013 წელს მან დრამაში „გრავიტაცია“ საინტერესო როლი შეასრულა. სწორედ ამ როლის გამო ბულოკმა უამრავი ჯილდო მიიღო, მათ შორის - „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“. ფილმში სანდრას პარტნიორი ცნობილი მსახიობი ჯორჯ კლუნი გახლდათ.

1-8evx41ob0b2g95z-2r9vmg-1701432227.jpg

პირადი ცხოვრება

წარმატებული კარიერის გამო საზოგადოება მსახიობის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. ის პირველად 20 წლის იყო, როცა მსახიობ ჟან ვინსენტს გაჰყვა ცოლად. მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა და სანდრას არ უყვარს ამ პერიოდზე საუბარი.

2004 წელს მსახიობი ტელეშოუს წამყვან ჯესი ჯეიმსზე დაქორწინდა, სწორედ მათი ქორწინების პერიოდში იშვილა სანდრამ პირველი ბავშვი. 2020 წელს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქმარი ოსკაროსან მსახიობს ღალატობდა, სანდრამ კი განქორწინებაზე განცხადება შეიტანა და მათი ქორწინება დასრულდა. სანდრა მარტოხელა დედა აღმოჩნდა და თავად ზრდიდა ბიჭუნას, 2015 წელს კი მან გოგონაც იშვილა.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბულოკს რომანი ჰქონდა მსახიობ რაიან რეინოლდსთან, თუმცა სკარლეტ იოჰანსონთან ქორწინებაში მყოფი რეინოლდსი ამას უარყოფდა. იოჰანსონთან განქორწინების შემდეგ სანდრა და რაიანი ხშირად ჩნდებოდნენ ერთად, თუმცა მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა.

wccor1-0j0xgjtp-kjxf-656x492corriere-web-sezioni-1701432227.jpg

2011 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანდრა ბულოკი და ყველასათვის საყვარელი მსახიობი კიანუ რივზი ერთმანეთს დიდი ხანია, ხვდებოდნენ.

პა­პა­რა­ცე­ბი წყვილს იმხანად ერ­თად ხში­რად ხე­დავ­დნენ. თუმ­ცა ისი­ნი ყვე­ლა­ფერს უარყოფდნენ. მერე კი რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბას აღარ მა­ლა­ვდნენ.

"რო­დე­საც სან­დრამ 2011 წლის და­სა­წყის­ში რა­ი­ან რე­ი­ნოლდსთან შეხ­ვედ­რა და­ი­წყო, კი­ა­ნუ ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნობ­და. ახლა, როცა ორი­ვე თა­ვი­სუ­ფალ­ნი არი­ან, ხელს არა­ფე­რი უშ­ლით", - აცხა­დებდა წყვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი.

screenshot-2023-12-01-151321-1701432343.png

ბუ­ლო­კი და რივ­ზი პირ­ვე­ლად ერ­თმა­ნეთს 1994 წელს "სიჩ­ქა­რის" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შეხ­ვდნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, 2006 წელს, ფილმის - "სახ­ლი ტბის პი­რას" გა­და­ღე­ბებ­ზე.

2015 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობს ფოტოგრაფ ბრაიან რენდალთან ჰქონდა რომანი. მათ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა ბულოკმა ფოტოგრაფი სახლში შვილის გადასაღებად მიიწვია. მათი რომანის შესახებ მაშინ ალაპარაკდნენ, როცა სანდრა ჯენიფერ ენისტონის ქორწილში ფოტოგრაფთან ერთად მივიდა.

bryan-randall-sandra-bullock-2-080723-809e56736aa243d78367894e50fe6fdb-1701432403.jpg

სანდრას არ უყვარდა ამ ურთიერთობის შესახებ საუბარი და ცდილობდა, ეს განხილვის თემა არ ყოფილიყო, 2023 წელს კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანდრა ბულოკის პარტნიორი მოულოდნელად გარდაიცვალა.