რა უნდა ვიცოდეთ 2024 წლის მთავარ სიმბოლოზე და როგორ უნდა დავხვდეთ ახალ წელს? - კვირის პალიტრა

რა უნდა ვიცოდეთ 2024 წლის მთავარ სიმბოლოზე და როგორ უნდა დავხვდეთ ახალ წელს?

მობრძანდება აღმოსავლური კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ფერადი ცხოველის - მწვანე ხის დრაკონის წელი.

როგორც ასტროლოგები აღნიშნავენ, არაჩვეულებრივი, საინტერესო მოვლენებით სავსე წელი გველოდება, რადგან მწვანე ფერი მოქნილობის სიმბოლოა.

drakoni-1701448415.png

რა უნდა ვიცოდეთ 2024 წლის მთავარ სიმბოლოზე?

ჩინური ასტროლოგიის თანახმად, ყველა წელს თავისი მესაჭე არსება ჰყავს, რომელიც თავისი თვისებებითა და ხასიათით გვკარნახობს, რას შეიძლება ველოდეთ. 2024 წლის „მბრძანებელი“ მწვანე ხის დრაკონი ბრძენი, მითიური არსებაა, რომელსაც შეუძლია, ადამიანს ბევრი სიხარული აჩუქოს, მაგრამ ის კეთილგანწყობილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათანადოდ მოვეპყრობით და არ გავაბრაზებთ.

დრაკონი ავტორიტეტული ცხოველია და ჩინეთის იმპერიული ძალაუფლების სიმბოლო. მისი გამოსახულება შეგვიძლია ვნახოთ ბევრ შენობასა და საყოფაცხოვრებო ნივთზე.

გადმოცემების თანახმად, წარსულში უბრალო ადამიანებს არ შეეძლოთ „შეხებოდნენ“ ღვთაებრივ დრაკონს, მაგრამ, როგორც წლის სიმბოლო, დრაკონი არც ისე მკაცრია. ითვლება, რომ ყველაზე მეტად წარმატება და იღბალი მისი „მმართველობის“ დროს მოდის. შესაბამისად, 2024 წელს ბევრ სიახლეს, წარმატებას, პრობლემების გადაჭრას, სიმშვიდეს და სიხალისეს გვპირდება.

აღმოსავლურ კულტურაში მწვანე ფერი ასოცირდება სიმშვიდესთან, მოქნილობასთან და გარემოსთან ადაპტაციის უნართან, ისე, რომ თავი არ დაიზარალოთ. გარდა ამისა, მწვანე ფერი ხალხის სიმბოლოა. ეს ნიშნავს, რომ დრაკონი განსაკუთრებულ კეთილგანწყობას გამოიჩენს პლანეტაზე მცხოვრები უბრალო ადამიანების მიმართ.

როგორ მივიზიდოთ წარმატება 2024 წელს შინ?

ცხადია, ყოველ ახალ წელს უნდა დავხდეთ მომზადებულები და „შეიარაღებულები“ . ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა მოეწონება წლის მთავარ სიმბოლოს - დრაკონს, რომელიც ხის ელემენტითაა წარმოდგენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ გვეძლევა უზარმაზარი შესაძლებლობები. როგორც ხეს, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია გავიზარდოთ, განვვითარდეთ და მივაღწიოთ სიმაღლეებს. ამისათვის მთავარია, სწორი ნაბიჯები გადავდგათ.

2024 წელს უნდა შევარჩიოთ ისეთი ნივთები, რომლებიც იღბალს მოგვიტანს. აუცილებლად უნდა ჩამოკიდოთ კედელზე ხის გამოსახულებიანი სურათი. მიიღოთ ხის სურათი ან რაიმე სხვა ჩარჩო, სადაც ფოთლები და ხის ტოტები იქნება. ქალბატონებს და მამაკაცებს შეუძლიათ აირჩიონ ხის ფორმის ან გამოსახულებიანი აქსესუარები.

ურიგო არ იქნება თავად დრაკონის სახლში “მობრძანება“, რბილი სათამაშოების სახით, ასევე, შეიძლება ის კალენდარზე ან ნახატებზე იყოს გამოსახული.

ტყუილად არ ამბობენ, როგორც შეხვდები ახალ წელს, როგორც გაატარებ ამ დღეს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვსო. თითოეულ ჩინურ სიმბოლოს აქვს საკუთარი პრეფერენციები. დრაკონი არ არის გამონაკლისი. რაც უფრო მეტი ყურადღება მიექცევა მის სურვილებს, მით უფრო ბედნიერი იქნება წლის „მბრძანებელი“. დრაკონი თვალშისაცემი, დიდებული, კეთილშობილი არსებაა. მას უყვარს ბრწყინვალება და ყურადღების ცენტრში ყოფნა. ასე რომ, 2024 წელს უარი უნდა ვთქვათ ყოველგვარ რუტინულ ქცევებზე, ვიყოთ საზეიმო განწყობაზე, ვიხმაუროთ და ვიზეიმოთ. რეკომენდებულია, სადმე, პომპეზურ ადგილას, რესტორანში, კაფეში ან წვეულებაზე შეხვდეთ ახალ წელს, თუმცა სახლში ყოფნასაც არ კრძალავს მწვანე ხის დრაკონი, მთავარია, განწყობა და ხალისი.

რა უნდა ჩავიცვათ?

მოსაწყენ ფერებს ზურგი უნდა ვაქციოთ, დრაკონს კაშკაშა და ნათელი ფერები მოსწონს. მისი ორი ძირითადი ფერია ოქროსფერი და წითელი, რაც უფრო მდიდარი და ნათელია სამოსი, მით უკეთესი.კარგი იქნება, თუ ატლასის, ხავერდის, აბრეშუმის, შიფონის ქსოველებს მივანიჭებთ უპირატესობას.

თუ წითელი და ოქროსფერი არ არის თქვენი ფავორიტი ფერი, უპირატესობა მიანიჭეთ მწვანეს. შეგიძლიათ მყვირალა ფერებს სხვა ფერებიც შეუსაბამოთ. ნუ დაივიწყებთ აქსესუარებს: გულსაკიდებს, დიდ საყურეებს, თმის სამაგრებს - ეს ყველაფერი ოქროსფერი უნდა იყოს!

როგორ მოვრთოთ სახლი?

შევავსოთ სახლის ინტერიერი ცოცხალი ფერებით, მეტი სითამამე შევიტანოთ მასში. თუ მყვირალა ფერები სიმყუდროვეს გირღვევთ, ახალი წლის მერე ნელ-ნელა დაუბრუნდით სასურველ ფერებს და გარემოს. წითელი და ოქროსფერი საწოლები, ბალიშები, სუფრები, სანთლები და ხელსახოცები აუცილებლად აგიმაღლებთ განწყობას. თქვენ შეგიძლიათ, დროებით შეცვალოთ ფარდებიც, და, რა თქმა უნდა, ღირს იფიქროთ სახლის გამწვანებაზე, თავი მოუყაროთ მწვანე მცენარეებს.

წყარო