"ბოდიში, მაგრამ აღარ შემიძლია...“ - რატომ დატოვა თიკა ფაცაციამ გადაცემის ჩაწერა (video) - კვირის პალიტრა

"ბოდიში, მაგრამ აღარ შემიძლია...“ - რატომ დატოვა თიკა ფაცაციამ გადაცემის ჩაწერა (video)

სოციალურ ქსელში, „ნამდვილი ექიმების“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება გადაცემის ფრაგმენტი. როგორც ვიდეოდან ჩანს, თიკა ფაცაცია, შუა ჩაწერიდან გადის და ისევ შემოდის.

დღეს, 2 დეკემბერს, „რუსთავი 2-ის“ ეთერში, „ნამდვილ ექიმებში“ მავნე ჩვევებზე ისაუბრებენ. ერთ-ერთი მათგანია, უსიამოვნო ხმაური სხვადასხვა მოქმედებების დროს. გადაცემის წამყვანმა ექიმებმა სწორედ ეს ჩვევები განასახიერეს, რასაც თიკას რეაქცია მოჰყვა.