"ქალაქი პარალიზებულია, გაუჩერებლად თოვს" - რას ჰყვება ქართველი მიუნხენიდან, სადაც დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა: გადადებული ფრენები და გაუქმებული "ბაიერნი" -"უნიონ ბერლინის" მატჩი - კვირის პალიტრა

"ქალაქი პარალიზებულია, გაუჩერებლად თოვს" - რას ჰყვება ქართველი მიუნხენიდან, სადაც დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა: გადადებული ფრენები და გაუქმებული "ბაიერნი" -"უნიონ ბერლინის" მატჩი

დიდ­თოვ­ლო­ბამ ავ­სტრი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო მი­უნ­ხენ­ში სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. აე­რო­პორ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ფრე­ნე­ბი კი­რას, დი­ლის 6 სა­ა­თამ­დე არ აღ­დგე­ბა. ასე­ვე შე­ჩე­რე­ბუ­ლი მა­ტა­რებ­ლის მოძ­რა­ო­ბაც.

გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ლი­გის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ "ბა­ი­ერ­ნი­სა" და "უნი­ონ ბერ­ლი­ნის" სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩი, რო­მე­ლიც მი­უნ­ხენ­ში შა­ბათს უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, გა­უქ­მდა.

407424209-325665353746514-9085668528538454427-n-63890-1701525869.jpg

ძლი­ე­რი თოვ­ლის გამო ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რის­კიც გა­ი­ზარ­და. ავ­სტრი­ა­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გან­გა­შის გა­მო­ყე­ნე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

გერ­მა­ნე­ლი სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, ხან­გრძლი­ვი თოვ­ლი შა­ბათს შუ­ა­დღის ჩათ­ვლით ბა­ვა­რი­ის დიდ ნა­წილ­ზე გავ­რცელ­დე­ბა. ამას­თან, მო­სა­ლოდ­ნე­ლია 30-40 სან­ტი­მეტ­რის თოვ­ლი. ნა­ლე­ქის გამო და­კე­ტი­ლია სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა.

does-it-snow-in-munich-luis-gervasi-63593-1701525870.jpg

"მი­უნ­ხენ­ში გუ­შინ ჩა­მო­ვე­დით, შე­უ­ჩე­რებ­ლად თოვს, უა­მინ­დო­ბის გამო სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბი გა­და­ი­დო. მი­უნ­ხენ­ში ყვე­ლა სა­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი შე­ჩე­რე­ბუ­ლია, მხო­ლოდ მეტ­რო მუ­შა­ობს. ქუ­ჩა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მსგავ­სი დიდ­თოვ­ლო­ბა დიდი ხა­ნია არ უნა­ხავთ.

20231202051232-656b07c2818f874b19b956bdjpeg-1701525869.jpg

მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რეს რეს­ტორ­ნებ­მა და კაფე-ბა­რებ­მა. ქა­ლა­ქი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია ფაქ­ტობ­რი­ვად, მთა­ვარ მო­ე­დან­ზე სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა და­ი­კე­ტა" - გვიყ­ვე­ბა მა­რი­კო კე­კე­ლი­ძე, რო­მე­ლიც მი­უნ­ხენ­ში გუ­შინ ჩა­ვი­და. (წყარო)