"თამარა ისრაელში მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი ბაბუა ტერაქტისას დაიღუპა" - ისრაელის ლეგენდარული ბატალიონი, რომლის 70% ქალია
20 წლის თამარა ისრაელის 33-ე კარაკალის ბატალიონის სატანკო ქვედანაყოფში მსახურობს. ის ერთ-ერთია იმ 40 ქალიდან, რომლებმაც სამხედრო სამსახური 7 ოქტომბრის შემდეგ დაიწყეს.
თამარა წარმოშობით ლონდონიდანაა და უკვე ორი წელია ისრაელის ჯარში მსახურობს. ისრაელში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც 2008 წელს, მისი ბაბუა იერუსალიმში ტერაქტს შედეგად დაიღუპა.
"7 ოქტომბერს რაკეტების და სირენების ხმამ გამაღვიძა. ვიცოდი, რომ სწორედ ამისთვის ვიყავი გაწვრთნილი და ახლა ჩემი დრო იყო. მანქანაში ჩავჯექი და რამდენიმე წუთში ბაზაზე ვიყავი. ჩვენი როლი ჩვენი ქვეყნის დაცვაა.
ბაბუაჩემი 2008 წელს ტერორისტული თავდასხმის შედეგად მოკლეს, ამიტომ ეს საქმე ჩემთვის პირადულიცაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 7 ოქტომბერი მეორედ აღარ განმეორდეს“, - ამბობს თამარა dailymail-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
კარაკალის ბატალიონი ისრაელის თავდაცვის ძალებში ლეგენდარულია. მისი სამხედროების 70% ქალია.
"ამ ბატალიონში მხოლოდ ქალები ვართ" (გააგრძელეთ კითხვა)