"მაუპატიურებდა, 14 დღე ვიყავი ამ ადამიანის მძევალი” - პოლიციამ ქართველი "ტიკ-ტოკერი" გაუპატიურების ბრალდებით დააკავა
"ტიკ-ტოკერი" ხვიჩა საპანაძე იგივე "სონი" გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. მბრალდებელი 40 წლის ქართველი ქალბატონია, რომელიც იტალიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ამბობს, რომ ის საპანაძეს 14 დღის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი.
ძალადობის მსხვერპლი ქალი "ტვ პირველთან"საუბარში ამბობს, რომ შემოსვლის ნაწილს ხვიჩა საპანაძეს თვეების განმავლობაში ურიცხავდა. მისივე თქმით, კაცი არწმუნებდა, რომ როგორც კი მისი ემიგრაცია დასრულდებოდა და სამშობლოში დაბრუნდებოდა, უნდა ექორწინათ. ეს დღე 1 ნოემბერს დადგა, ემიგრანტი სამშობლოში დაბრუნდა და "ტიკტოკერ" ხვიჩა საპანაძეს ოზურგეთში ჩააკითხა. სავარაუდო დამნაშავის სახლში ქალმა 14 უმძიმესი დღეს გაატარა:
"14 დღე ვიყავი ამ ადამიანის მძევალი. ეს იყო ჯოჯოხეთი, სექსუალურად ძალადობდა, მაუპატიურებდა, მცემდა, შვილების გაუპატიურებით მემუქრებოდა. რამდენიმეჯერ დამადო იარაღით" - ამბობს ქალბატონი.
დაკავებამდე საპანაძემ "ნოდარ მელაძის შაბათთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ ემიგრანტ ქალს მის ანგარიშზე ფულს არიცხვინებდა, თუმცა ქალზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობაც კატეგორიულად უარყო. (გააგრძელეთ კითხვა)