ნიღბიანმა პირებმა ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს და მიკროავტობუსში გაკოჭილები დატოვეს - რა მოხდა აბაშის მუნიციპალიტეტში
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთიდან ბაზარში საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს შეიარაღებული პირები დახვდნენ. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ, ცოლ-ქმარს ტელეფონი წაართვეს და მიკროავტობუსში გაკოჭილები დატოვეს.
ცოლ-ქმარი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.