უკანასკნელი ბანკეტი:დივერსია არყით და ძეხვით - როგორ მოწამლეს უკრაინელმა გოგონებმა რუსი ოკუპანტები, რომელთაგან 24 გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

უკანასკნელი ბანკეტი:დივერსია არყით და ძეხვით - როგორ მოწამლეს უკრაინელმა გოგონებმა რუსი ოკუპანტები, რომელთაგან 24 გარდაიცვალა

ოკუპირებულ ყირიმში ორმა უკრაინელმა გოგონამ რუს ოკუპანტებს შავი დღე გაუთენეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

შემთხვევა სიმფეროპოლში მოხდა. ორი გოგონა რუსი სამხედროების საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მივიდა და ოკუპანტებს ადგილობრივ მაცხოვრებლებად გაეცნენ. მათ რუსებს შვიდი ბოთლი არაყი, თევზი, ყველი, ძეხვი და პური მიუტანეს.

„დაცვას უთხრეს, რომ მადლობა უნდათ გადაუხადონ ბიჭებს იმისთვის, რომ ისინი მათ იცავენ“, - წერს უკრაინული მედია.

გახარებულმა ოკუპანტებმა ბანკეტი მოაწყეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ არაყი და საჭმელი დიდი რაოდენობით თაგვის წამალს და სტრიხნინს შეიცავდა. უკრაინული მედიის ცნობით, დაიღუპა 24 რუსი სამხედრო, 11 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„გოგონები ვერ იპოვეს. გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველები არკვევევენ, არიან თუ არა გოგონები კავშირში ოკუპირებულ მელიტოპოლში მომხდარ შემთხვევასთან, სადაც „ეფ-ეს-ბეს“ ოფიცრები მოწამლეს“, - წერს მედია.

ინფორმაციისთვის: ნოემბერში მელიტოპოლის ერთ-ერთი რესტორნიდან „ეფ-ეს-ბეს“ ოფიცრებმა საჭმელი და სასმელი შეუკვეთეს. ქეიფის შემდეგ სამი ოფიცერი დაიღუპა, ერთი კი რეანიმაციაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, საჭმელში თაგვის წამალი აღმოაჩინეს.