ანეკდოტები
- ბატონო ბარაქ, ამ მიშას ვერ გავუგე ვერაფერი - ჯერ თქვა, პუტინს არ ვბაძავო და იმ დღესვე თქვა, პრემიერობას არ გამოვრიცხავო.
- მიშას რას გაუგებ, ჩემო ჰილარი.
ბუღალტერი თავის 4 წლის ბავშვს "კონკიას" უკითხავს. ბავშვი ყურადღებით უსმენს. იმ ადგილის წაკითხვის შემდეგ, სადაც გოგრა ოქროს კარეტად გადაიქცა, მამას ეკითხება:
- მამა, გოგრის ოქროს კარეტად გადაქცევა როგორ იქნება კვალიფიცირებული: როგორც შემოსავალი თუ როგორც ქონების ღირებულების გაზრდა?
ტიპი მივიდა მეგობართან და ეკითხება:
- შენი ცოლი სად არის?
- ცოლი ბოზი გამოდგა და გავაგდე.
- შე შობელძაღლო, ბოზის გულისთვის მოსკოვში დავდივარ, შენ სახლში გყავდა და გააგდე?
გურულს მატარებელი დაეჯახა და სული გააცხებინა.
ცხედარს თვალები დაჭყეტილი დარჩა, ვერაფრით დაახუჭინეს.
პანაშვიდზე მისული მეზობლებიდან ერთმა თავი ვერ შეიკავა:
- შე გაჭირებულო, მაი თვალები მაშინ დაგეჭყიტა, მატარებელი რომ მოდიოდა!