22-ე საუკუნის მოქალაქეები უკვე ჩვენს შორის არიან - 11 დაუჯერებელი და განსაცვიფრებელი ფაქტი დროზე - კვირის პალიტრა

22-ე საუკუნის მოქალაქეები უკვე ჩვენს შორის არიან - 11 დაუჯერებელი და განსაცვიფრებელი ფაქტი დროზე

1963 წლის 23 ნო­ემ­ბერს, სა­მეც­ნი­ე­რო-ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის სე­რი­ა­ლი, "დოქ­ტო­რი ვინ“ BBC-ზე პირ­ვე­ლად გა­ვი­და ეთერ­ში. სე­რი­ალ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია დოქ­ტო­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი. იგი არის დრო­ის მბრძა­ნე­ბე­ლი პლა­ნე­ტა გა­ლიფ­რე­ი­დან. რო­გორც ყვე­ლა დრო­ის მბრძა­ნე­ბელს, მას შე­უძ­ლია რე­გე­ნი­რე­ბა - რო­გორც კი სიკ­ვდი­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას იგ­რძნობს, იგი იც­ვლის სხე­ულს. დოქ­ტო­რი დრო­სა და სივ­რცე­ში მოგ­ზა­უ­რობს "ტარ­დი­სით", მისი მგრძნო­ბი­ა­რე კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დით. ხში­რად მას თან ახ­ლავს კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბი­სა და რი­გი­თი ინ­დი­ვი­დე­ბის გა­დარ­ჩე­ნი­სას, უამ­რა­ვი მტე­რიც გა­ი­ჩი­ნა.

ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბრი­ტა­ნულ­მა სე­რი­ალ­მა შე­ი­ძი­ნა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი არ­მია მთელს მსოფ­ლი­ო­ში, რი­თიც გლო­ბა­ლურ კულ­ტუ­რულ ფე­ნო­მე­ნად იქცა.

სა­კულ­ტო სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუს 60 წლის იუ­ბი­ლე­ზე BBC Future-მა მა­სა­ლე­ბის სე­რია მო­ამ­ზა­და, რო­მე­ლიც ფი­ზი­კას, ფსი­ქო­ლო­გი­ას და დრო­ის ის­ტო­რი­ას მი­ე­ძღვნა.

გთა­ვა­ზობთ 11 აბ­სო­ლუ­ტუ­რად მეც­ნი­ე­რულ და გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ფაქ­ტებს დრო­ის შე­სა­ხებ:

1. დრო­ის აღ­ქმა თქვენს მშობ­ლი­ურ ენა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი

და­ხუ­ჭეთ თვა­ლე­ბი და წარ­მო­იდ­გი­ნეთ დრო, რო­გორც ვექ­ტო­რი, რო­მე­ლიც იწყე­ბა რა­ღაც მო­მენ­ტში.

რა მი­მარ­თუ­ლე­ბით არის შე­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი ეს ვექ­ტო­რი? ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად თუ ვერ­ტი­კა­ლუ­რად? ან იქ­ნებ დრო სა­ერ­თოდ არ არის შენ­თვის ხაზი და სულ სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა?

ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სხვა­დას­ხვა ენა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

მა­გა­ლი­თად, ინ­გლი­სუ­რად, წარ­სუ­ლი აღ­წე­რი­ლია, რო­გორც რა­ღაც "მწო­ლი­ა­რე“ ჩვენს უკან, მო­მა­ვა­ლი წინ არის და ზო­გა­დად დრო ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­სა­ხუ­ლია ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ხა­ზის სა­ხით, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია მარ­ცხნი­დან მარ­ჯვნივ. (გააგრძელეთ კითხვა)