"რას იწყევლები კაცი ხარ თუ ადამიანი. იარე შენ მაგ სიმართლით" - პარლამენტში მეძმარიაშვილი და ხაბარელი ერთმანეთს ლუკა კურტანიძის გამო დაუპირისპირდნენ - კვირის პალიტრა

"რას იწყევლები კაცი ხარ თუ ადამიანი. იარე შენ მაგ სიმართლით" - პარლამენტში მეძმარიაშვილი და ხაბარელი ერთმანეთს ლუკა კურტანიძის გამო დაუპირისპირდნენ

სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რი­პირ­დნენ კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი და კო­მი­ტე­ტის წევ­რი შოთა ხა­ბა­რე­ლი. მეძ­მა­რი­აშ­ვილ­მა გა­აკ­რი­ტი­კა ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი ლუკა კურ­ტა­ნი­ძის ბრალ­დე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო.

ცნო­ბის­თვის:

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის სა­ან­გა­რი­შო ყრი­ლო­ბა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს, რა დრო­საც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ცნო­ბილ სპორ­ტსმენს ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს კა­რის­კენ მი­უ­თი­თა, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა. ვრცე­ლი პოს­ტი, რო­მე­ლიც კო­მი­ტე­ტის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლია ფე­დე­რა­ცი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ და მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს.ხა­ბა­რელ­მა მე­ძა­რი­აშ­ვი­ლი ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბის გამო გა­აკ­რი­ტი­კა.

"კო­რექ­ტუ­ლი იყო ფე­დე­რა­ცი­აც, ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტიც, თქვენ გა­მოს­ვლით ძა­ბავთ სი­ტუ­ა­ცი­ას..." - უთხრა ხა­ბა­რელ­მა მეძმ­რი­აშ­ვილს, თა­ვის მხრივ მეძ­მა­რი­აშ­ვილ­მა კი მი­უ­გო: "მაგ სი­მარ­თლით ია­რეთ თქვენ". ამის პა­სუ­ხად ხა­ბა­რელ­მა კი მეძ­მა­რი­აშ­ვილს მო­უ­წო­და წყევ­ლის­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა.

"რას იწყევ­ლე­ბი კაცი ხარ თუ ადა­მი­ა­ნი. იარე შენ მაგ სი­მარ­თლით" - გა­ნა­ცხა­და ხა­ბა­რელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ყრი­ლო­ბა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად ისა­უბ­რა. ჩემ­პი­ო­ნი წერ­და, რომ ჯერ პრე­ზი­დენ­ტმა გეგა გე­გე­ში­ძემ მი­ა­ნიშ­ნა, რომ იქ ზედ­მე­ტი ვი­ყა­ვი... შემ­დეგ კი გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა­უ­თხრა, რომ მას ყრი­ლო­ბა­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და და კა­რის­კენ მი­უ­თი­თა.

"მიმანიშნა, რომ იქ ზედმეტი ვიყავი, შემდეგ კი კარისკენ მიმითითეს.... ძალიან დავმცირდი, მეტკინა და წამოვედი" - რა წერს ლუკა კურტანიძე?