წლის მოდელად პლუს ზომის მოდელი დასახელდა - ვინ არის პალომა ელსესერი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია - კვირის პალიტრა

წლის მოდელად პლუს ზომის მოდელი დასახელდა - ვინ არის პალომა ელსესერი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, რო­ი­ალ ალ­ბერტ-ჰოლ­ში გუ­შინ 2023 წლის მო­დის და­ჯილ­დო­ე­ბა გა­ი­მარ­თა. წლე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, წლის მო­დე­ლის ტი­ტუ­ლი პლუს-ზო­მის მო­დელ­მა მი­ი­ღო.

British Fashion Awards-ის მიერ წლის მო­დე­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი პა­ლო­მა ელ­სე­სე­რი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. პა­ლო­მას დედა აფრო-ამე­რი­კე­ლია, მამა კი ჩი­ლე­და­ნაა.

31 წლის ამე­რი­კე­ლი ქალი მო­დის სფე­რო­ში 21 წლის ასაკ­ში მოხ­ვდა:

"იმ პე­რი­ოდ­ში მო­დის ინ­დუსტრია ცვლი­ლე­ბებს გა­ნიც­დი­და და ჩემ­მა ერ­თგულ­მა მე­გო­ბარ­მა, სტი­ვი დენ­სმა იდეა მო­მა­წო­და, სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას გავ­ყო­ლო­დი. მან ჩემი ფო­ტო­ე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ა­გენ­ტო­ში გაგ­ზავ­ნა და შეხ­ვედ­რებ­ზე მის­ვლის შემ­დეგ, ყვე­ლამ უა­რით გა­მის­ტუმ­რა", - ამ­ბობს პა­ლო­მა.

მი­სი­ვე თქმით, იმ პე­რი­ოდ­ში მო­დე­ლო­ბა­ზე არ ოც­ნე­ბობ­და, ამი­ტომ ამას გან­წყო­ბა­ზე არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია.

paloma-elsesser-by-camila-falquez-vogue-mexico-december-2023-2-45413-1701780959.jpg

პა­ლო­მამ წლის მო­დე­ლის ტი­ტუ­ლი 2020 წელს Models.com-ის­გა­ნაც მი­ი­ღო.

პა­ლო­მა Pat Magrath-მა Instagram-ზე შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნა"მახ­სოვს, ჩემი ცხოვ­რე­ბა მა­შინ შე­იც­ვა­ლა, როცა Pat Magrath-მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" მი­პო­ვა და იმ დრო­ის­თვის მა­კი­ა­ჟის ახა­ლი ხა­ზის მო­დე­ლად ამირ­ჩია. ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი მო­მენ­ტი იყო. მო­დე­ლო­ბა ჩემი ოც­ნე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ვფიქ­რობ­დი, რომ ეს შან­სი უნდა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა", - იხ­სე­ნებს მო­დე­ლი. (გააგრძელეთ კითხვა)